კულტურა

მ. ლეკბორაშვილი

ქართული კინოს ჟანრული ტენდენციები - „უძრაობის ეპოქის“ დრამა

სტატია იკვლევს ქართული კინოს ჟანრულ ტენდენციებს, განიხილავს უძრაობის პერიოდის დრამას, რომელიც რაოდენობრივად წამყვან ჟანრად გვევლინება, თუმცა მის ფრთებქვეშ ჟანრულ სახესხვაობათა და ქვეჟანრთა საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

უძრაობის ხანაში კლასიკური დრამის ჟანრში მიღწეული წარმატებები საკმაოდ მცირერიცხოვანია. ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშები ჟანრების გადაკვეთაზე იქმნება კომიკური დრამა იქნება ეს, დრამატული კომედია თუ ტრაგიკომედია. ამავე პერიოდში ქართულ კინოში ძლიერდება მისწრაფება პარაბოლური აზროვნებისადმი, რაც ქართული კინემატოგრაფის ჟანრულ სისტემაში იგავური ფორმების დამკვიდრებით ვლინდება. სტატიაში განხილულია ოთარ იოსელიანის „პასტორალი“, როგორც ჟანრული ჰიბრიდის საინტერესო ნიმუში.

 

თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი