კულტურა

ს.ხმიადაშვილი

კანონური იმიტაციის როლი ა. შავერზაშვილის შემოქმედებაში

იმიტაცია გვევლინება მუსიკალური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხერხად და ამავე დროს პოლიფონიური მუსიკის ისეთი წამყვანი ფორმა-ჟანრების საფუძვლად როგორიცაა ფუგა, ფუგეტა, ფუგატო, კანონი და ინვენცია. იმიტაციის როლი უდავოდ დიდია პოლიფონიურ მუსიკაში, თუმცა ჰომოფონიური ჟანრის ნაწარმოებებშიც მისი გამოყენება ფართო სპექტრით გამოირჩევა. როგორც კანონი-ფორმა, ისე კანონი-ტექნიკა (ძირითადად ორხმიანი სასრული და უსასრულო იმიტაციის სახით) მრავალფეროვნად გვხვდება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ა.შავარზაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ჟანრში: სიმფონიებში, ოპერებში, ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებში, კონცერტებში და კამერულ ანსამბლებში.

ნაშრომში განიხილება ამ ტექნიკის გამოყენების მრავალი მაგალითი კონკრეტული მხატვრულ-შინაარსობრივი და ფორმაქმნად-კომპოზიციური დატვირთვით.

 

ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სარჩევი