სტატიაში "საქართველოში საწარმოების რესტრუქტურიზაციის წარმატებული შემთხვევები – სტრატეგიები და აქტორები" წარმოდგენილია Case Study–ის მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგები. სტატიაში მოყვანილია საწარმოების წარმატებული რესტრუქტურიზაციის რეალური ისტორიები, შემუშავებული სტრატეგიებისა და მათი განხორცილებისკენ მიმართული ნაბიჯების აღწერა. გარდა ამისა, მაგალითების შედარებითი ანალიზის საფუძველზე მოცემულია ტრანსფორმაციული პროცესების ძირითადი აქტორების, სტრატეგიების, საწარმოების ინსტიტუციურ გარემოში მოქმედი ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების განზოგადებული სურათი.
კვლევის შედეგები იძლევა საკმაოდ მდიდარ მასალას ფაქტორების ურთიერდამოკიდებულების შესახებ ჰიპოთეზების ფორმირებისთვის, რომელთა შემოწმება რაოდენობრივი კვლევის პროცესშია შესაძლებელი.
კვლევის პრქტიკული მიზანია რესტრუქტურიზაციისა და ტრანსფორმაციის წარმატებული სტრატეგიების, მმართველობითი სტრუქტურების მოქმედების ეფექტური მოდელების პოპულარიზაცია, რაც შეიძლება ამ სფეროში ამოცანების გადაჭრისთვის კადრების სწავლებისა და მომზადებისთვის იქნეს გამოყენებული.