კულტურა

ნ. გენგიური

საქართველოსა და სომხეთის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ზოგიერთი თავისებურება

ნაშრომში ნაჩვენებია სამხეთისა და საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურის ერთ-ერთი ტიპის "ეკუპეოჰალეს" განვითარების თავისებურებანი. დგტნდება, რომ აღნიშნული ტიპი ორივე ქვეყანაში დამოუკიდებლად წარმოიშვა და სხვადასხვა მიმართულებით გაშალა თავისი შესაძლებლობები. საქართველოში ტიპის ორი ვარიანტი – მარტივი და რთული – განვითარების პირველივე ეტაპზე (VII-IX სს.) დასტურდება და შემდგომაც პარალელურად არსებობს. სომხეთში მარტივი ¨კუპელჰალე¨ რთულის გადამუშავების შედეგი იყო და გავრცელება მხოლოდ XIს-დან მოიპოვა. საქართველოში ამ თემაზე აგებული თითოეული ნიმუში ინდივიდუალური ქმნილნბაა, განსხვავებით სომხეთისაგან, სადაც ¨კუპელჰალეებს¨ ტიპიური ნიშნების თანამიმდევრული დაცვა ახასიათებს. ყოველივე, სხვა რიგ თავისებურებებთან ერთად, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი მხატვრული გარემო თითოეული ქვეყნის არქიტექტურის თვითმყოფად სახეს განაპირობებს.

 

შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი