ენათმეცნიერება

ო. მიქიაშვილი

ქართული პრესის ენის ჩამოყალიბების ისტორიისათვის

პუბლიცისტიკის ენა პროზის ენის ნაწილია. ამიტომ ქართული პრესის ენაზე რუსულის გავლენის შედეგების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროზის ენის განვითარების კანონზომიერებათა დასადგენად.

სტატიაში წარმოდგენილია 1819-1821 წლებში გამომავალი პირველი ქართული გაზეთის "საქართველოს გაზეთის" ("ქართული გაზეთის") ენაზე რუსულის გავლენის შესწავლის შედეგები.

დადგინდა, რომ აღნიშნული პერიოდის ქართული პრესის ენა იგივე თავისებურებებით ხასიათდება, რომლებითაც ქართული არამხატვრული პროზისა (ეპისტოლარული, მოგზაურული ჟანრის).

პრესის ენაში დასტურდება რუსულიდან ნასესხები სიტყვები, აგრეთვე რუსულის გავლენით გაჩენილი სიტყვათშეხამებები.

დღეისათვის რუსულიდან ნასესხები სიტყვების საკითხი სალიტერატურო ენისათვის აღარ არის აქტუალური. მან განდევნა ისინი თავისი ლექსიკური ფონდიდან, რასაც ვერ ვიტყვით რუსული წარმოშობის (რუსულიდან კალკირებულ) სიტყვაშეხამებებზე.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი
სარჩევი