ნაშრომში საუბარია რუსი დრამატურგის - ვადიმ კოროსტილევის პიესების - "ასი წლის შემდეგ" ("დეკაბრისტები") და "მარტოობის დღესასწაული" ("ფიროსმანი"), ქვლივიძისეულ თარგმანებზე. ორივე პიესა შესანიშნავ თარგმანთა რიცხვს განეკუთვნება. მათზე დაკვირვება ადასტურებს მთარგმნელის შემოქმედებით-მაძიებელ ბუნებას. ავტორი ამჟღავნებს მახვილ მთარგმნელობით ალღოს და მშობლიური ენის ღრმა ცოდნას, ზედმიწევნით იცნობს სათრგმნ ავტორს, მეცნიერული შსწავლის გზით იცნობიერებს დრამატურგის შემოქმედებით თავისებურებებს და ადეკვატურად გამოხატავს სათქმელს.
მთარგმნელი აღზრდილია ქართულ კლასიკურ ლიტერატურაზე, ამავე დროს კარგად იცის ხალხური ენა და უხვად იყენებს თარგმანში ხალხურ გამოთქმებსაც. მართალია, მათში მრავლად არის თავისუფალი მხატვრული ინტერპრეტაციების შემთხვევები, მაგრამ ვთვლით, რომ რუსი ავტორის სტილის გახსნას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს კიდეც თავისუფალი ინტერპრეტაციები.