სტატია "მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მჩახურებდეს" მიმოიხილავს აკაკი წერეთლის შეხედულებებს სიმართლის თქმის, მანკიერების მხილების აუცილებლობის შესახებ, საზოგადოების გაჯანსაღების მიზნით. სტატიის ავტორი მასალებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ XIX საუკუნის კრიტიკამ დადებითად შეაფასა მწერლის მართლის თქმის პრინციპი. უფრო მეტიც, მის, როგორც მწერლის მისიას ამ პრინციპში ხედავენ იპ. ვართაგავა, ლ. ასათიანი, შ. რადიანი, გ. ნატროშვილი, მ. ჩიქოვანი და სხვ.