ლიტერატურა

ე. გურგენიძე

ძე შეცთომილის პრობლემა გურამ ფანჯიკიძის რომანში "აქტიური მზის წელიწადი"

გ. ფანჯიკიძემ რომანში "აქტიური მზის წელიწადი" გვიჩვენა, რა შედეგი მოაქვს მეცნიერებისა და რელიგიის ერთმანეთისაგან გათიშვას, როგორ იფიტება და უძლურდება ღვთისაგან მოშორებული ადამიანი, როგორ უპირისპირდება საკუთარ თავს და, ბოლოს, გაორებული, შინაგანი ბრძოლებისაგან დაღლილი, სიმშვიდეს ისევ ღმერთში ჰპოვებს. ავტორი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, ცოდნისა და რწმენის შეთავსებით შესძლებს რომანის მთავარი გმირი, ნოდარ გელოვანი, მოიპოვოს მშვიდობა საკუთარ თავთან, მოყვასთან, რაც მთავარია, უფალთან და გახდეს ჭეშმარიტი მეცნიერი.

 

ს.-ს. სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი