ფსიქოლოგია

მ. არტემიძე

გენეტიკური ფაქტორები და აგრესიულობა

აგრესიულობა ადამიანის ბუნების განუყრელი შემადგენელი ნაწილია. მისი მიზეზების ახსნას ცდილობს მრავალი გენეტიკური კონცეფცია, რომელთა მიხედვითაც, ადამიანის გენეტიკური კონსტიტუცია განაპირობებს აგრესიის მხრივ ინდივიდუალურ სხვაობებს. ამ საკითხზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინდივიდის გენეტიკურმა კონსტიტუციამ ("გენოტიპმა") შესაძლოა განაპირობოს მისი აგრესიულ ადამიანად ჩამოყალიბება ("ფენოტიპი"), თუმცა თანდაყოლილი აგრესიული მიდრეკილება გაძლიერებული იქნება, თუ განეიტრალებული, ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური გარემო.

 

ექ. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი