1. ქსელური საცნობარო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების საექსპერტო სისტემები ამერიკის შეერთებულ შტატებში
პროფესორმა ჯონ რიჩარდსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების ავტომატიზაციაში. მან შექმნა საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფუნქციური მოდელი, გამოიყენა სისტემური ანალიზის მეთოდები, რათა გამოევლინა საინფორმაციო შეკითხვაზე პასუხის მონახვის არსი და, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შექმნა საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების ავტომატიზებული საექსპერტო სისტემა [1: 72-91]. სრული ავტომატიზებული საექსპერტო სისტემის ბირთვს წარმოადგენს ცოდნის ბაზა, რომლის გამარტივებულ მაგალითებს წარმოადგენენ შესრულებული ცნობების მონაცემთა ბაზები და ამ იდეებზე შექმნილი ვების საძიებო სისტემა AskJeeves. ასეთი ცოდნის ბაზის დამახასიათებელი მოდულებია [2: 151]: ძებნის ინტერფეისი, იერარქიული საგნობრივი რუბრიკატორი, განაწილებული ინდექსირება, რედაქტირება, დუბლირება და არქივირება. პროფესორ რიჩარდსონის შეფასებით საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების სრული ავტომატიზაცია ჯერ კიდევ შორს არის განხორციელებისგან [1].
მანამდე კი ინტერნატში დიდ გავრცელება ჰპოვა ცოცხალი ექსპერტების საექსპერტო სისტემებმა, რომელთაც უწოდებენ "ჰკითხე ექსპერტს" (Ask an Expert) ან "ჰკითხე ბიბლიოთეკარს" (Ask a Librarian) [2: 147-159]. ისინი წარმოადგენენ ვების საინფორმაციო ფასიან თუ უფასო სამსახურებს, რომლებშიც გაერთიანებული არიან დარგობრივი სპეციალისტები. ასეთ სამსახურში შემოსულ შეკითხვას ადმინისტრატორი გადაუგზავნის შესაბამის სპეციალისტს, სპეციალისტი პასუხს უბრუნებს ადმინისტრატორს, ის კი – მომხმარებელს (შემკვეთს) [2].
ექსპერტული საცნობარო სამსახურები ვებში იყოფა უნივერსალურ ("Askme.com", "Exp.com", "AllExperts.com", "knowpost" და სხ.) და სპეციალიზებულ ("Ask a Scientist", "Ask a Geologist", "Ask a Linguist" და ა.შ.) სამსახურებად.
ერთ-ერთი წამყვანი საცნობარო ვებ-საიტის Refdesk.com-ის ცნობით ვებში არსებობს 38 უნივერსალური და 129 სპეციალიზებული ინგლისურენოვანი ექსპერტული საცნობარო სამსახური, რომლებიც არ არიან შექმნილი არც ერთი ბიბლიოთეკის მიერ. თანაც ასეთი არაბიბლიოთეკური წარმოშობის ექსპერტული საცნობარო სამსახურების გამოყენება ძალიან გაიზარდა. მაგალითად "Exp.com" სამსახური ყოველთვიურად პასუხობს 1,6 მილიონ საინფორმაციო შეკითხვას, ხოლო "Askme.com" სამსახური – 10 მლნ-ზე მეტს. შთამბეჭდავია იმ ცოცხალი ექსპერტების რაოდენობა, რომლებიც გაერთიანებილი არიან ასეთ სამსახურებში. მაგალითად "AllExperts.com" სამსახურში გაერთიანებულია 4000 ექსპერტზე მეტი, ხოლო "ExpertCentral" სამსახურში – 14 ათასი ექსპერტი. როგორც გამოკვლევებმა ცხადყო [2] ექსპერტულ საცნობარო სამსახურებს მიმართავენ უმეტესწილად ფაქტოგრაფიული საინფორმაციო შეკითხვებით და ვინაიდან მომხმარებელთა საინფორმაციო მოთხოვნილებანი ძირითად ფაქტოგრაფიული ხასიათისაა, ამიტომ ბიბლიოთეკების საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ სამსახურებში საინფორმაციო შეკითხვების ნაკადმა იწყო კლება. ბიბლიოთეკების საცნობო-ბიბლიოგრაფიულმა სამსახურებმა "გადარჩენის" მიზნით და მომხმარებელთა დასაბრუნებლად დაიწყეს გაერთიანება კორპორაციულ ქსელებში და კონსორციუმებში. კორპორაციული მიდგომა კიდევ იმით იყო განპირობებული, რომ არც ერთი ცალკე აღებული ბიბლიოთეკა არ არის სრულად დაკომპლექტებული ყველა დარგის სპეციალისტით და საინფორმაციო რესურსებით და, გარდა ამისა, არც ერთ მათგანს არ შეეძლო ინტერნეტით შემოსული ყველა საინფორმაციო შეკითხვის მომსახურება 24 საათისა და კვირაში, 7 დღის განმავლობაში. კორპორაციული ვირტუალური საცნობო-ბიბლიოგრაფიული ქსელის შემთხვევაში კი ქსელში შემოსული ყოველი საინფორმაციო შეკითხვა გადაიგზავნება იმ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ჯერ-ერთი არსებობენ შესაბამისი სპეციალისტები და საინფორმაციო რესურსები და, გარდა ამისა, საინფორმაციო შეკითხვის შემოსვლის მომენტისათვის ნაკლებად დაკავებულია სხვა შეკითხვების შესრულებით. ქსელურმა მიდგომამ მაქსიმალურად გააფართოვა მომსახურების სპექტრი და შეამცირა საინფორმაციო შეკითხვებზე უარების რაოდენობა. პირველი ასეთი პროექტი – ვირტუალური საცნობარო მაგიდა (Virtual Reference Desk) დაიწყო აშშ-ს განათლების სამინისტრომ 1996 წელს საინფორმაციო ცენტრის ERIC-ის მონაწილეობით. ამ პროექტის განხორციელების მსვლელობისას მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქსელური საცნობო-ბიბლიოგრაფიული სამსახურის შესაქმნელად აუცილებელია შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. სტანდარტიზაციის პროცესში შემდეგ ჩაებმენ კონგრესის ბიბლიოთეკა, OCLC და აშშ-ს ელექტრონული ბიბლიოთეკების ფედერაცია. შემუშავებულ იქნა სამი დონისა და ორი კატეგორიის სტანდარტები. მაგალითისათვის გავეცნოთ პირველი კატეგორიის მეორე დონის სტანდარტის შინაარს:
თო OCLC და 2002 წლის ზაფხულიდან ეს პროექტი გადაიზარდა ფასიან სამსახურად: http://www.questionpoint.org
მეორე მსგავსი პროექტი განახორციელა კონგრესის ბიბლიოთეკამ 2000 წელს სახელწოდებით: კორპორაციული ციფრული საცნობო-ბიბლიოგრაფიული სამსახური (Collaborative Digital Reference Service). ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ბიბლიოთეკამ. 2001 წელს მასში ჩაერ
კონგრესის ბიბლიოთკეამ 2002 წელს დააარსა "ჰკითხე ბიბლიოთეკარის" ახალი სამსახური, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბიბლიოთეკარები კონგრესის ბიბლიოთეკის 18 სამკითხველო დარბაზიდან. გარდა ამისა კონგრესის ბიბლიოთეკაში შეიქმნა ციფრული საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების განყოფილება (The Digital Reference Team), რომელიც იკვლევს და ადგენს შემოსულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ყველაზე სწრაფ გზებს ელექტრონული რესურსების გამოყენებით და პატრონობს კონგრესის ბიბლიოთეკის ინტერნეტის საცნობარო რესურსების საგნობრივ მაჩვენებელს – Virtual Reference Shelf.
თუმცა შეერთებული შტატების ბევრი ბიბლიოთეკის ვებ-საიტზე წარმოდგენილია უფასო საცნობო-ბიბლიოგრაფიული სამსახური "ჰკითხე ბიბლიოთეკარს" (Ask a Librarian). გარდა ამისა, როგორც უკვე იყო აღწერილი ადრე [3: 202-209]-ში, მრავალი ბიბლიოთეკის ვებ-საიტზე წარმოდგენილია ინტერნეტის საცნობარო რესურსების საგნობრივი მაჩვენებლები.
2. ინტერნეტის გავლენა საცნობო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაზე რუსეთში
ინტერნეტის შემოჭრამ ბიბლიოგრაფიაში ძირფესვიანი ზემოქმედება იქონია საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაზე რუსეთშიც. რუსეთში მეორედ გამოცემულ სახელმძღვანელოში "ბიბლიოგრაფის ცნობარი" კერძოდ აღნიშნულია [4: 22-23]: "იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც საგრძნობლად ზემოქმედებენ ბიბლიოგრაფიის აწმყოსა და მომავალზე უნდა აღინიშნოს საინფორმაციო რესურსების ხარისხობრივი ცვლილებები მათი ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მოხერხებულობის აზრით, მათ შორის:
რუსეთში გამოცემულ ახალ "ბიბლიოთეკარის ცნობარშიც" [5: 560] არაერთხელაა ხაზგასმული ინტერნეტის დიდი ზეგავლენა საბიბლიოთეკო პროცესებზე, და კერძოდ, ბიბლიოგრაფირებაზე.
საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების მიმოხილვაში [6: 91-110] აღნიშნულია, რომ რუსეთის ბიბლიოთეკებში ინტერნეტის მასობრივი გამოყენების შედეგად საცნობო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაში მიღწეულია სამი თვალსაჩინო შედეგი:
რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში (ყოფილი ლენინის) [7: 117-127] 23% საინფორმაციო შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხდება ვების ზოგადი ძებნის მექანიზმებისა და ვებ-ცნობარების გამოყენებით; 25,5% საინფორმაციო შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხდება ისეთი მონაცემთა ბაზების გამოყენებით, როგორსაც თავაზობენ EBSCO, თნთჲნ, გთნთრთ და სხვ., ფართოდ გამოიყენება აგრეთვე სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონული ვერსიები, როგორიცაა Academic Press, Springer და სხვ.
რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში [8: 160] საცნობო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ინტერნეტის შემდეგი საინფორმაციო რესურსები: ელექტრონული კატალოგები და ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზები, ზოგადი ძებნის მექანიზმები და ვებ-ცნობარები, ლექსიკონები და ენციკლოპედიები, სპეციალიზებული პორტალები და მონაცემთა ბაზები, ელექტრონული ტექსტების არქივები და ელექტრონული ბიბლიოთეკები, პერიოდული გამოცემების საინფორმაციო სამსახურები, გამომცემლობებისა და წიგნის მაღაზიების საიტები, საიტები, რომლებშიც აღწერილია და მოცემულია პატენტები, სასაქონლო და სავაჭრო ნიშნები, სტანდარტები, ტექნიკური ანგარიშები, სტატისტიკური ინფორმაცია.
საყურადღებოა აგრეთვე, რომ რუსეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2001 წელს გამოსცა ცნობარი ბიბლიოთეკებისათვის მსოფლიო აბლაბუდაში ეფექტური ძებნის სტრატეგიის შესახებ შედგენილი საცნობო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების თანამშრომლების მიერ [9: 208]. ამ ცნობარში სინამვილეში ყურადღება გამახვილებულია არა იმდენად ძებნის სტრატეგიებზე, რამდენადაც მსოფლიო აბლაბუდაში არსებულ საინფორმაციო სისტემებზე და მონაცემთა ბაზებზე, რაც ნაკარნახევი იყო ამ საკითხებისადმი დიდი ინტერესით და შესაბამისად შეკითხვების დიდი რაოდენობით.
3. საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების განვითარების ტენდენციები საქართველოში
საცნობო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების განვითარების ტენდენციები საქართველოში მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტერნეტის დანერგვასთან საქართველოს ბიბლიოთეკებში და ბიბლიოთეკარების მომზადებასთან ინტერნეტის გამოყენებაში.
საქართველოს ბიბლიოთეკებში ინტერნეტს უკვე დიდი ხანია იცნობენ [10: 41-42]. ელექტრონულ ფოსტას საქართველოს ბიბლიოთეკები 1990 წლიდან იყენებენ. 1996 წლიდან ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს გრანტების მეშვეობით საქართველოს დიდი ბიბლიოთეკები ჩართულია ინტერნეტში. ხოლო 1997 წლიდან IREX/ IATP-იმ, ბიბლიოთეკების ავტომატიზაციის ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნა ინტერნეტ-ცენტრი ბიბლიოთეკის მკითხველთათვის. 2000 წელს IREX/ IATP პროგრამისა და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს გრანტების დახმარებით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა მკითხველებისათვის ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის მთავარ ბიბლიოთეკებში [10]. 2002 წლიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და IREX/ IATP პროგრამის გრანტებით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა თელავის, ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ხაშურის და სხვა ბიბლიოთეკებში. ამასთანავე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 2003 წელს თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გახსნა ამერიკული კუთხე, ხოლო 2004 წელს ამერიკული კუთხეები გაიხსნება გორში და ხაშურში. აქაც, გარდა თანამედროვე ამერიკული ბეჭდური გამოცემებისა, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალურად ბიბლიოთეკარებისთვის 1999 წელს გამოსცა ინტერნეტში ინფორმაციის ძიების დამხმარე სახელმძღვანელო [11: 128].
ბიბლიოთეკარები ინტერნეტში წვრთნას დღეისათვის ძირითადად ინფორმაციის სპეციალისტთა ასოციაციის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, სულხან – საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში და IATP-ის ცენტრებში გადიან. ინფორმაციის სპეციალისტთა ასოციაციამ ბიბლიოთეკარებისათვის გამოაქვეყნა თანამედროვე დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც ძირითადად შედგენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ნასწავლი სპეციალისტების მიერ. ინტერნეტს ამ სახელმძღვანელოებში სათანადო ადგილი უკავია [12: 19-56; 13: 87-100].
2000 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შექმნეს ქართული ვებ-რესურსების ვებ-ცნობარი (http://www.geres.ge), ხოლო 2002 წლიდან ინტერნეტში ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები, მათ შორის ელექტრონული კატალოგები და ციფრული ბიბლიოთეკა (http://www.nplg.gov.ge ).
პერიოდული გამოცემების გამავრცელებელმა კომპანიები ქმნიან სტატიების სრულტექსტოვან მონაცემთა ბაზებს, მაგ. EBSCO. საქართველოს ბიბლიოთეკებში EBSCO-ს მომსახურება ხელმისაწვდომია უფასოდ ან გაცილებით დაბალ ფასებში 2000 წლიდან სოროსის ფონდის დახმარებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციასთან არსებული ბიბლიოთეკების კონსორციუმის ვებ-საიტიდან (http://www.gela.org.ge/eifl/).
ვების საინფორმაციო რესურსების მუდმივ ზრდასთან და ცვალებადობასთან დაკავშირებით მკითხველს ყოველთვის ესაჭიროება კონსულტაცია, იზრდება საინფორმაციო შეკითხვების სირთულე და ბიბლიოთეკარს მეტი დრო ეხარჯება რთულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე საცნობარო ბეჭდური გამოცემების უქონლობის გამო, ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბიბლიოთეკარების დიდი ნაწილი თეორიულად მზად არის ინტერნეტის გამოყენებისთვის საცნობო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაში, სამწუხაროდ მათ არა აქვთ საკმარისი რაოდენობით კომპიუტერები და ინტერნეტი. საქართველოს ბიბლიოთეკების უმრავლესობას არა აქვს შექმნილი ვებ-საიტები და მით უმეტეს ისეთები, სადაც იქნებოდა "ჰკითხე ბიბლიოთეკარს" სამსახური გაერთიანებული კორპორაციულ ქსელურ საცნობო-ბიბლიოგრაფიულ სამსახურში. ამგვარი სამსახურის შესაქმნელად საქართველოს ბიბლიოთეკებს სერიოზული ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება ესაჭიროება.