ნაშრომში გაანალიზირებულია იუდაისტური მესიანიზმის წარმოშობის მიზეზები. განხილულია ებრაელების მდგომარეობა რომის იმპერიაში ახ. წ. 70-90 წწ. ავტორის დასკვნით, რომი კლასიკურ იმპერიას წარმოადგენდა. შესაბამისად, იმპერიული ზრახვების განხორციელება დათმობაზე წასვლასაც გულისხმობდა. 66-70 წწ. საშინელი ტრაგედიის შემდგომ ებრაელებს არ აეკრძალათ საკუთარი წესებით ცხოვრება (დომიციანეს პერიოდის გამოკლებით). პირველი იუდეური ომის შემდგომ მთელს ცივილიზებულ სამყაროში გაბნეული ებრაული თემები შეკავშირდნენ, რასაც მათი ერთ ძლიერ ორგანიზმად ჩამოყალიბება მოჰყვა, მათ რელიგიის-იეღოვას სიყვარული აერთიანებდათ. ქრისტიანობის სწრაფი ტემპით გავრცელებამ კი საფუძველი ჩაუყარა ებრაულ აქტიურ პროზელიტიზმს.