|
|
|
ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 4
კვირას ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ შევარდნაძე ბათუმში გარბის და ე. წ. აჭარის ლომს ხვდება. ორშაბათის მთავარი კითხვა ერთ-ერთი პოპ ჯგუფის რეპერტუარიდან წამოსული კითხვასავით ჟღერს: ,,რატომ წახვედი შენ ბათუმში”? კვირის ბოლომდე ვერ ირკვევა, ვინ შეაშინა შევარდნაძე ამ ნაბიჯით – ოპოზიცია თუ ხალხი? მხარდაჭერს ეძებდა თუ უბრალოდ დარდის გასაზიარებლად ჩავიდა? დედაქალაქში კვლავ მიტინგია. ოპოზიციის ლიდერები შევარდნაძის ნაბიჯების შესახებ მსჯელობენ. ამავე დღეს შს მნისტრი კობა ნარჩემაშვილი ხალხის გამოსვლებს ქვეყანაში იმპორტის შემოსვლის შემცირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ლარის კურსს საფრèხე ემუქრება. ხელისუფლების ბლოკში მოსალოდნელი დესტაბილიზაციაზე საუბარი არ წყდება. მიტინგის აქტივისტები კი შიმშილობის აქციას იწყებენ. |