|
|
|
ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 6
ასლან აბაშიძე ვაჟთან ერთად სონხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ შევარდნაძის დესპანი მოკავშირეების შემოკრებას ცდილობს. თბილისში დარჩენილი შ ვარდნაძე კი მეწარმეებს ორდენებით აჯილდოვებს. მას არ ავიწყდება ბადრი პატარკაციშვილი. სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო თათბირი ინიშნება. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები პრეზიდენტის გეგმების გაგებას ცდილობენ.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, არ შეუშვან გამგებლები და მერები სამუსაო ადგილებზე, მოქმედებაში მოდის. ჯუმბერ პატიაშივის მიტინგზე სიტყვით გამოდის და აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები დიდი რაოდენობით გადარიცხვებს აწარმოებენ, რაც ლარის კურსის ვარდნას გამოიწვევს. ამავე დროს ეროვნული ბანკისგან ინფორმაციის წარმოდგენას ითხოვს. მოგვიანებით ის არანაკლებ სენსაციურ განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, რომ 1989 წლის 9 აპრილის დარბევის განკარგულება შევარდნაძემ თვითმფრინავიდან განმოუსვლელად გასცა, რომ შევარდნაძე თბილისში უკვე 8 აპრილს იმყოფებოდა. ამავე დღეს იწყება მილიონი ხელმოწერის შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას. საღამოს პარლამენტის თამვჯდომარე, ნინო ბურჯანაძ არ გამორიცხავს შეხვედრის შესაძლებლობას და აცხადებს, რომ სამივე ლიდერი ერთად შეხვდება პრეზიდენტს. იგი იმედს იტოვებს, რომ ახლა მაინც მიიღებს გარკვეულ პასუხს. ამავე დღეს ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს ხვდება. |