|
ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 6
იწყება საუბარი ოპოზიციის არამყარ ერთობაზე, ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” სააკაშვილისა და ჯორბენაძის შეხვედრის შესახებ ამერიკის ელჩისგან, რიჩარდ მაილსისგან იგებენ. ამავე დროს ვრცელდება ხმები, რომ ნინო ბურჯანაძე ,,ახლების” ლიდერს დავით გამყრელიძეს ტელეფონით სიტუაციიდან გამოსვლის შესახებ ესაუბრა. ,,ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუტარ ჭეშმარიტ ოპოზიციონერობას, ხოლო სახელისუფლებო ბვლოკის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ რჩეულიშვილი იწყებს საუბარს ხელისუფლების მხრიდან დათმობის შესაძლებლობაზე. ,,დავუთმოთ მაგ გიჟს პირველობა”, - ასეთი სიტყვებით აპირებს ის ,,ნაციონალური მოძრაობის” პირველობის აღიარებას. მიტინგზე სიმშვიდეა. |