|
|
|
ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 6.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი, გია ყარყარაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზები იპოვოს. თუმცა, ის არ აპირებს ხელისუფლებასა და ოპოზიცაის შორის მედიატორის როლის შესრულებას.. ანტიკორუფციული საბჭოს სამი წევრი თანამდებობას ტოვებს. სახელმწიფო კანცელარიაში კი ოპოზიციის ლიდერებს ელიან. აქ დაბარებულია ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანიც. ორი საათის ამაო ლოდინის შემდეგ კანცელარიაში სხდომა იშლება. კანცელარიაში იბარებენ ,,სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელ დირექტორს ზურაბ ჭიაბერაშვილს,რის შემდეგაც ირკვევა, რომხელისუფლება მზად არის საპარლამენტო არჩევნებში ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს სამართლებრივი შ ფასება მისცეს და სასამართლოს გზით მიიღოს გადაწყვეტილება. საღამოს ,,ნაციონალების” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ბრიფინგს მართავს და საქართველოს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე შეკრებისაკენ მოუწოდებს. |