ახალი ვერსია. 2003 წლის 17-23 ნოემბერი. გვ. 6.

 

 

14 ნოემბერი – პარასკევი

 

სააკაშვილის განცხადებას 30 ათასზე მეტი ადამიანი ეხმაურება. 4 საათისთვის დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე მოვლენები ყოველ წუთს იცვლება. 5 საათსა და 30 წუთზე სააკაშვილი ხმამაღლა აცხადებს, რომ შევარდნაძეს ერთსაათიან ვადას აძლევს - ,, თუ ის ამ დროში არ ჩამოვა საკუთარ ხალხთან, მაშინ ის ჩემთვის ის არც პრეზიდენტია და არც ადამიანი და არც მოქალაქე.”. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ  მრავალათასიანი მანიფესტაცია კანცელარიასთან მიმავალ კიბებს იკავებს. 15-წუთიანი ალყისას ჩნდება ახალი მიმართ ელი პრეზიდენტისადმი: ,,მშიშარა” და ,,მოღალატე”. ამის შემდეგ მსვლელობა ცესკოს შენობისკენ მიემართება. ,,ნაციონალური მოძრაობის” 15-მდე აქტივისტი შენობაშიო რჩება და მჯდომარე აქციას იწყებს. მოგვიანებით მათთან ნანა დევდარიანი ჩამოდის, მაგრამ საუბარი უშედეგოდ სრულდება.

           

სააკაშვილისა და ჟვანიას ხელმძღვანელობით კი კანცელარიის გარშემო მანიფესტანტების ცოცხალი ჯაჭვი იკვრება. მოგვიანებით ყველა ისევ რუსტაველის გამზირს უბრუნდება, სადაც მიტინგი 23 საათამდე გრძელდება. მიტინგი იშლება, თ უმცა ასამდე მომიტინგე პარლამენტთან დილემდე მაინც რჩება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა რეგიონებში ინაცვლებს. ხალხმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვან მერები და გამგებლები, ორშაბათიდან კი ყველაფერი თავიდან დაიწყება.