|
ახალი ვერსია 2003 წლის 23-30 ნოემბერი გვ18
23 ნოემბერი – პოლიციისადმი სრული ნდობა
დღის 2 საათზე გამოცხადებულ გრანდიოზულ მიტინგს, ხალხთან ერთად, პირველი გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების 5—კაციანი რაზმიც შეუერთდა. მათ მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის, ნუგზარ ბუბუტეიშვილის გამოჩენა, რომელმაც განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება დჭწეა გათავისუფლების შესახებ. მან ოფიცრებსა და რიგითების სახელით ღიად დააფიქსირა, რომ ისინი დაემორჩილებოდნენ მობილიზაციის ბრძანებას – ხალხს იარაღს არ მიუშვერდნენ.
ჯერისკაცების პოზიცია თავიდანვე გასაგები კი იყო, მაგრამ მათ მკვეტრ განცხადებებს ალბათ ხელი შეუწყო თავდაცვის მინისტრის – დავით თევზაძის განმარტებამ მობილიზაციაზე: ”მობილიზაცია არ გულისხმობს სამხედრო ძალის გამოყენებას. იგი ითვალისწინებს ისეთი რეჟიმის დამყარებას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად”.
23 ნოემბერს თანამდებობა დატოვა გორის პოლიციის უფროსმაც – თბილისში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა და თუ ერთით ნაკლები უმუშევარი იქნება, არაფერიაო.
დღის 5 საათისათვის მომიტინგეებს გულუას სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ 50 ჯარისკაცი შეუერთდათ, ნახევარ საათში კი მათ მუხროვანის ბატალიონის 120 კაციანი ჯგუფიც მიემატა.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ მომიტინგეებს მთელი დღეების განმავლობაში იარაღიანი პოლიციელები არ უნახავთ. შეიარაღებული პოლიციელები მათაც და ჯურნალისტებმაც, მხოლოდ საღამოს 8-9 საათზე ნახეს კრწანისის რეზოდენციის.;
დაახლოებით 9 საათისათვის, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე ოპოზიციონერთა შეფასებით ”ღირსეულად” გადადგა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ისევე ზურაბ ჟვანიამ ძალოვან უწყებებს ქალაქში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
როგორ მოიქცევიან ისინი? როგორ შეინარჩუნებენ ხალხის მათკენ შემობრუნებას? ამის ათვლა ამ დღიდან იწყება. |