ახალი ვერსია. 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ. 6.

 

7 ნოემბერი, პარასკევი – ბაკურია პაწია მიტინგი

4 საათზე ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” საგამგებო ბრიფინგს აწყობენ ვაშლიჯვარის ოფისში, იმავდროულად ,,აღორძინება” ცოტნე ბაკურიას ხელმძღვანელობით ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს, მოთხოვნით ,,არავინ წაგვართვას ჩვენი ხმები”.

ბრიფინგზე ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” უპრეცენდენტო და რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, ისინი პარლამენტარობაზე უარს ამბობენ და საკუთარ ადგილებს ცარიელს ტოვებენ.

ნინო ბურჯანაძე:  ,,ჩვენ - ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” ერთხმად ვაცხადებთ, რომ არ ვცნობთ ორი ნოემბრის საპარლემენტო არჩევნების შედეგებს და ამ არჩევნებს საერთოდ. იმიტომ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ არ შევალთ იმ პარლამენტში რომელიც დანიშნა საქაღთველოს პრეზინენტმა და საქართველოს ხელისუფლებამ.”

ამავე დღეს ფილარმონიის გავსება ,,აღორძინებამაც” მოახერხა. აჭარიდან ხალხი ნაძალადევად იყო მოყვანილი, რაც იმანაც ცხადყო, რომ ცესკოს შენობასთან მისულ ბაკურიას ორასამდე თანამოაზრეღა შერჩა. ,,როგორც მოგვიყვანეს, ისევ ისე გადვაბრუნონ უკან”,   - ისმოდა აქციის მონაწილეთა მხრიდან. ბაკურია კი სიტყვით გამოდიოდა: ,,მიხვდა დამნაშავე ჟვანია, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია პარლამენტში. მიბაძოს მას სააკაშვილმა, დაგვითმოს ქვეყანა პროფესიონალებს და პატრიოტებს. ნუ მივცემთ ფაშისტებს უზურპირებულ ხმებს, რადგან ისინი მზად არიან ცეცხლის ალში გაახვიონ ქვეყანა და ჩამოაშორონ აჭარა საქართველოს”.