ახალი ვერსია. 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ. 6.        

 

 

 

8 ნოემბერი, შაბათი – გაპარული პრეზიდენტი

 

ოპოზიციის პრეოტესტი კულმინაციას 8 ნოემბერს აღწევს. ფილარმონიაში ,,ბურჯანაძე-დემოკრატების ”ლიდერები კიდევ ერთხელ ხვდებიან მხარდამჭერებს.

 

ოპოზიციას უერთდება ინტელიგენცია. პოეტი მიხეილ ქვლივიძე 2 ნოემბრის არჩევნებს ასე აფასებს: ,,2 ნოემბერს ველოდი, როგორც შვილის დაბადებას და ამ კრეტინმა მთავრობამ მონსტრი გამიჩინა”.

           

ზურაბ ჟვანია საზოგადოებას მოუწოდებს, აუყირაოს შევარდნაძეს ის გეგმა, რომელიც მან დაისახა.

           

16 საათსა და 30 წუთზე ოპოზიცია მერიასთან ერთიანდება და პარლამენტის შენობისკენ იღებს გეზს. საღამოსთვის აქცია უერთდებიან რაიონებიდან ფეხით ცამოსული ადამიანები, რადგან მათ ტრანსპორტით ქალაქში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ. 15 ათასსზე მეტი მომიტინგე, ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლას წვიმაში ადევნებს თვალს. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა ხდება, მასთან ერთად სააკაშვილი მოითხოვს შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის გადაყენებასაც.

საღამოს 8 საათისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ,,კმარას” აქტივისტები პრეზიდენტს კანცელარიიდან გამოსასვლელ გზებს უღობავენ. საათნახევრიანი პიკეტირების შემდეგ მათთან  მოსალაპარაკებლად გამოდი ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი, მიხეილ სალაძე. ,,ნაციონალი” ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, თუ პრეზიდენტის გამოსვლას ორი წუთით ადრე შეატყობინებენ, ისინი გზას გახსნიან. სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.

რამდენიმე ხანში მოპიკეტეები გზას ხსნიან. პრეზიდენტი ამ დროისათვის ისევ კანცელარიაშია. როდის და რა გზით დატოვა შევარდნაძემ კანცელარია, უცნობია. იქიდან მხოლოდ შს მინისტრი ნარჩემაშვილი გამოდის დაცვის თანხლებით.