ხალი ვერსია. 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ. 6.

 

 

9 ნოემბერი – კვირა

 

აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოთხოვნები არ იცვლება ,,გადადგეს შევარდნაძე”, რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები ღამეს ავტობუსებში ათევენ.

 

9 ნოემბერს დილით ადრე შევარდნაძე მიტინგზე მოულოდნელად ჩნდება, ის ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებაზე წასვლას სთავაზობს, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენთან შეხვერდაზე თანხმობას აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ ამას ყველა ლიდერი გაიზიარებს, არც სააკაშვილი ამბობს უარს, თუმცა მოგვიანებით აზუსტებს, რომ ის პრეზიდენტს კანცელარიაში არ ეახლება, მზადაა პარლამენტში ან საკუთარ ბინაში ესაუბროს.

          

თუმცა 9 საათისათვის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტს კრწანისის რეზიდენციაში ხვდებიან. შეხვადრას პირველი მიხეილ სააკაშვილი ტოვებს, მოგვიანებით მასავით უკმაყოფილონი გამოდიან ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოინიშნა 25 საკითხი, რომელიც ოპოზიციამ დააყენა. თუმცა არც ერთ მათგანზე პასუხი არ აქვს, ის ვერც არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხს მოაგვარებს, რადგან ეს მის კომპეტენციას სცდება. ერთადერთი დაპირება, რომელცას პრეზიდენტი იძლევა ასეთია – შეიქმნას კომისია, რომელიც ყველა საკითხს გამოიძიებს და დასკვნას გამოიტანს. თავად კი რეგიონებში მოგზაურობას აპირებს, არ გამორიცხავს, რომ ეწვევა აჭარასაც.

 

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები კვლავ თავისუფლების მოედანზე შეკრაბილ ხალხს უბრუნდებიან, ისინი გაკვირვებას ვერ მალავენ პრეზიდენტის არაკომპეტენტურობის გამო და ერთადერთ გამოსავალს ბრძოლის გაგრძელებაში ხედავან. მოლაპარაკება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის უშდეედეგოდ დასრულდა.