მაია ჭალაგანიძე

,,24 საათი”. 2003 . 24 ნოემბერი გვ. A2.

 

შევარდნაძე დიდი პიროვნებაა

დამარცხებულს არ ურტყამენო, მაგრამ ერთი უწყინარი აღმოჩენა მაინც უნდა აღვნიშნოთ რჩეულიშვილის სამწუხაროდ, სოციალისტური პარტიის სიმბოლოსვარდის სახელწოდებით მონათლული ხავერდოვანი რევოლუცია სხვებმა მოახდინეს… 23 ნოემბერს ბევრი რამ მოხდა და ელექტრონულმა მედიებმა ყველაფერი გააშუქეს. დაახლოებით მაინც შესაძლებელია იმის დათვლა, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ, ალბათ ვერავინ დაითვლის, რამდენ შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა ოპოზიციის (ახლა უკვე ხელისუფლების) ლიდერებს. მაყურებლისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა ორთაჭალის რეზიდენციის ისტორიულ ოთახში აწ უკვე ექსპრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას რაღაცნაირად შეშფოთებული გამომეტყველებარა მოხდა იმ შეხვედრაზე, რა უცნობი ადამიანური შტრიხები დაინახეს ჟვანია-სააკაშვილმა შევარდაძეში?!

- თქვენი და ზურაბ ჟვანიას გამომეტყველებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დიდი ემოციური შთაბეჭდილების ქვეშ იყავით. რა მოხდა იმ ოთახში, როგორი პრეზიდენტი დაგხვდათ?

 

 - პრეზიდენტი უკიდურესად ღირსეულად იქცეოდა. ამდენი დაპირისპირების, ურთიერთლანძღვის და ბრალდებების მერეც ის იყო ადამიანი, რომელსაც ვერც ბოღმა, ვერც გაღიზიანება ვერ შევატყე. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის მომავალს ისტორიული გადასახედიდან უყურებდა. მან თავადვე თქვა და ძალიან სწორადაც, რომ 30 წელი ნებისმიერი ნიჭიერი პოლიტიკოსისათვის ბევრიაეს არის დიდი პიროვნება

        

- საქართველოში დარჩენა მისი სურვილი იყო?

- დიახ, მისი სურვილი იყო, ჩვენც შევთავაზეთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მას პარიზში შვილი ჰყავს და შეუძლია, იქ გაემგზავროსის ახლა სრულიად თავისუფალი ადამიანია. როგორც ვიცი, მის მეუღლეს გარკვეული პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ. ის სანდომიანი, კარგი ქალბატონია პრეზიდენტს ახლა სულიერი სიმშვიდე უნდა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

-პრეზიდენტისთვის გარანტირებული უსაფრთხოება, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა და სხვა ნიშნავს იმას, რომ ეს ელცინის მოდელი იქნება?

ეს იქნება ადამიანური მოდელი.

სხვათა შორის, ეს ელცინის მოდელი ვერ იქნება, რადგან ელცინმა თავისი მემკვიდრე დატოვა, შევარდნაძეს მემკვიდრე არ დაუტოვებია

- როგორ ფიქრობთ, შევა თუ არა მსოფლიო პოლიტოლოგიის სახელმძღვანელოში ,,ვარდების რევოლუცია”, როგორც ქრესტომათიული ნიმუში?

-დიახ, ნამდვილად ასე იქნება. მსოფლიო ისტორიაში მომხდარ რევოლუციათაგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რევოლუციაა.

მე ათი დღის წინ დაგპირდით, რომ საქართველოში რევოლუცია გიორგობის დღეს გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა.

მაგრამ, აქ მთავარი გმირი არც სააკაშვილია და არც შევარდნაძე. მთავარი გმირი ხალხია, რომელმაც გუშინ საკუთარი ხელით შექმნა ისტორია.