ინტერ-პრესი

"ახალი თაობა "  10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.

 

 

შევარდნაძეს გადადგომის უფლებას ასლან აბაშიძე არ აძლევს

 

"ბურჯანაძე-დემოკრატების" წევრის, პარლამენტარ მარინა მოლოდინის განცხადებით, პრეზიდენტ შევარდნაძეს უკვე გადაწყვეტილი აქვს გადადგომა, მაგრამ ასლან აბაშიძე ამის საშუალებას არ აძლევს.

 

მისი თქმით, ოპოზიიცის ლიდერები პრეზიდენტს თავის უცვლელ მოთხოვნებს წაუყენებენ. ამ წუთებში აქციას "ნაციონალური მოძრაობის" 200-მდე ბათუმელი მხარდამჭერი შეუერთდა. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ჯგუფები, შინაგანი ჯარისა და სპეცდანიშნულების სამსახურის ნაწილები. ისინი აღჭურვილნი არიან რეზინის ხელკეტებითა და რკინის ფარებით. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მიტინგის გამო, რუსთაველის გამზირის მცირე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია.