|
|
|
,,24 საათი”. 2003წ. 22 ნოემბერი. გვ. A2. თბილისელების მიმართვაძმებო და დებო აჭარლებო! ჩვენო სისხლო და ხორცო! მოგმართავთ, რათა თქვენი გულწრფელობა და თავდადება საქართველოს ავანტურისტ ხელისუფლებას თავისი მზაკვრული მიზნის განხორციელებისთვის არ გამოაყენებინოთ. მათი მიზანია, ხალხის ურთიერთდაპირისპირებით გაიხანგრძლივონ არალეგიტიმური ძალაუფლება და პირადი კეთილდღეობა. დებო და ძმებო! ბელისუფლების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ჩვენს თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა.
რუსთაველის გამზირზე დღევანდელი თავყრილობა აბსურდის თეატრს ემსგავსება. ურთიერთგამომრიცხავი მოწოდებები მიტინგზე: დილით - ,,ძირს პრეზიდენტი!” საღამოს - ,,გაუმარჯოს პრეზიდენტს!” სცდება ნორმალური აზროვნების ფარგლებს. დაფიქრდით!
ერთად დავიცვათ ჩვენი დედასამშობლო. ხელისუფლების მცდელობა, რომ საქართველო საბჭოთა სივრცეში დაბრუნდეს – განწირულია.
ქართველი ხალხი საქართველოს ისტორიაში სათანადო ადგილს მიუჩენს ყველას, ვინც ხელს აღმართავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობაზე.
ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ხალხის დაპირისპირებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. დავდგეთ ერთად და არ არსებობს ერთად მდგომი მართალი ხალხის მომრევი ძალა!
|