ზაზა ბაკაშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 10

 

 

 

თუ უბედურება დატრიალდება, ისევ შევარდნაძის  საწინააღმდეგოდ იმოქმედებს

პარლამენტის შენობის წინ მიტინგების გახანგრძლივების პარალელურად იბადება კითხვა, პოლიცია რამდენად დაუპირისპირდება ხალხს თუ ხელისუფლებამ მიტინგის დარბევის ბრძანება გასცა. პოლიციის გენერალი დავით ზეიკიძე, რომელსაც ყოველ დღე მომიტინგეთა გვერდით ვხედავთ, დარწმუნებულია, რომ პოლიცია მიტინგის დარბევის ბრძანებას არ შეასრულებს, მაგრამ:

- შეიძლება გამოჩნდეს რომელიმე ძალა, რომელიც მიტინგის დარბევის მსურველი იქნება და ხალხი მას სათანადო პასუხს გასცემს. თუ რამე უბედურება დატრიალდება, ეს ისევ შევარდნაძის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

ნაციონალური მოძრაობის ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

- არა მარტო ქართული პოლიცია, არამედ ქართული ჯარი დგას იქ, სადაც დღეს შევარდნაძის ადგილი აღარ არის. სულ მალე პარლამენტის შენობის თავზე ბოლნისში და ბათუმში ისევე იფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა, როგორც საკრებულოზე ფრიალებს. როცა ჩვენ ყველა აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშის აღსამართავად წავალთ, შევარდნაძე და მისი ხროვა საქართველოდან უკვე შორს იქნებიან. .