|
,,ახალი თაობა”. – 2003წ. #319. – 19 ნოემბერი. – გვ. 3.
აღორძინება პატარკაციშვილს დაემუქრა გუშინ სპორტის სასახლეში აღორძინების ინიციატივით მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. სპორტის სასახელეში რამდენიმე ათასმა კაცმა მოიყარა თავი. აქ იყვნენ როგორც აღორძინების მხარდამჭერები, ისე სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები და მრეწველები. ასევე იქ იყო ინტელიგენციის დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში სრული წესრიგი და მობილიზაცია იყო, ფორუმს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. უფრო მეტიც, შეხვედრა სწორედ რომ სკანდალით დაიწყო და ეს სკანდალი რუსთავი 2-თან დაკავშირებით ატყდა. რასაც მცირე სელაპარაკება მოჰყვა აღორძინების წევრებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს შორის. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ცოტნე ბაკურიასთან ერთად ლევან პირველმაც გააკეთა.
- ჩვენ ამ ტელეკომპანიას არანაირ კომენტარებს არ მივცემთ.
ცოტნე ბაკურია:
- მე არ მიცი, ამ წუთებში რა მოხდა აქ, ერთი რამ ვიცი, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევთ ქვეყანას. გადაიღონ რაც უნდათ, ოღონდ გააშუქონ სიმართლე. დაანებონ თავი ჟვანიებს და სააკაშვილებს, მათ გარდა საზოგადობრიობა არსებობს საქართველოში. მათ გემოზე არ არის მოქყობილი ეს ქვეყანა. თუმცა ისიც დასანანი ყოფილა დღეს, რომ თბილისსი კარგი ამინდია.
ლევან პირველი:
- ბატონო ლევან, დღევანდელ შეკრებას რაც შეეხება, რატომ ხართ აქ, რა პოზიცია გაქვთ?
- ჩემი პოზიცია უბრალოა, მე ვთვლი, რომ ეს საზოგადოებრივი შეხვედრაა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ასე დაარქვა იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც ხდება, მაგრამ საზოგადოება მართლაც არის ორად გახლეჩილი – ერთი მცირე ნაწილი, რომელსაც უნდა სოროსის თვალით დაინახოს საქართველო და უდიდესი ნაწილი, რომელსაც ქართული თვალით უნდა ნახოს საქართველო და მე მეორე ნაწილს ვეკუთვნი.
შეხვედრა ცოტნე ბაკურიას გამოსვლით დაიწყო. მისი განცხადებით, ასეთი შეხვედრები მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. ბაკურიას განცხადებით, ეს სამშვიდობო აქციები ანტიფაშისტური, ანტიექსტრემისტული და ანტიმოძალადეების წინააღმდეგ არის მიმართული.
- დღეს აქ ზოგი საუბრობს დათმობაზე, რომელ დათმობაზეა, ხალხო, საუბარი, როცა საქმე ფაშიზმს და ექსტრემიზმს ეხება. ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალს დამნაშავე ჯგუფების მოქმედებას, რომელიც ჟვანიას და სააკაშვილის სახელით არიან ცნობილები. ეს ორი მთავარი სახელმწიფო დამნაშავეა საქართველოში, ადამიანები, რომლებსაც სურთ უზურპირება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების. ამ ხალხმა მიიყვანა ქვეყანა წინა წლებში სამოქალაქო ომამდე, ადამიანები, რომელთათვის მორალი არ არსებობს. ბალხმა, რომელმაც ყველაფერი იკადრა სამოქალაქო შუღლის გასაღვივებლად საქართველოში. მე დღეს ხმამაღლა ვაცხადებ, საქართველო არ ეკუთვნის ჟვანიებს, არ ეკუთვნის სააკაშვილებს, საქართველო თქვენია, ხალხო. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ვინ საუბრობს, ხალხო, დღეს არჩევნების გაყალბებაზე, ვინ გააყალბა არჩევნები 1995 წელს, 1999 წელს, იყო თუ არა ეს ჟვანიას ხელმძღვანელობით, ვინ გამოიყვანა ტანკები ოპოზიციის წინააღმდეგ. ვინ მისცა უფლება ამ ხალხს, დაანგრიონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ამ შეკრების შემდეგ დავიძვრებით პარლამენტის შენობისკენ, სადაც 30 ათასი ადამიანი მოიყრის თავს, ნაღები ჩვენი საზოგადოებრიობისა. ამ ხალხს, ამ ექსტრემისტებს დღეს ერთადერთი გზა დარჩათ, ჩიხამდე მიიყვანონ ჩვენი ქვეყანა, სისხლი დაიღვაროს და შემდეგ ამ სისხლზე აყვავდნენ, ჩვენ კი ყველამ ერთად არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა მოძალადეებისგან, - განაცხადა ცოტნე ბაკურიამ.
შეხვედრაზე ლევან მამალაძეც მოხვდა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მათი მხარდამჭერებიც არიან.
- ჩვენ ვებრძვით ფაშიზმს, სააკაშვილის მხრიდან კი მხოლოდ ასეთი მოწოდებები ისმის, აქ კი ხალხი შეიკრიბა იმიტომ, რომ თვითონ უზრუნველყონ თავისი ხმის დაცვა, ქალაქის და საქართველოს დაცვა.
- ბატონო ლევან, მიიღებთ მსვლელობაში მონაწილეობას?
- ვნახოთ, აქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია. მსვლელობა არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ რასაც ქადაგებენ ზოგიერთები სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ამით არ მივიღოთ დაპირისპირება და არ მივიღოთ მძიმე შედეგები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არჩევნების შედეგები ცსკ-მ გამოაქვეყნოს და პარლამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება. ჩვენ გვინდა ერთი რამ იყოს, სტაბილურობა, არ აირიოს ქვეყანა და ვიღაცის სკამის გულისთვის არ მოხდეს ესკალაცია. გვითხრას, რა უნდა სააკაშვილს და ჟვანიას, თუ თანამდებობები უნდათ, პრობლემა არ არის, ადრეც მივეცით და ახლაც მივცემთ. სპორტის სასახლეში შეხვედრა ჯემალ გოგიტიძის გამოსვლით დასრულდა. გოგიტიძემ მოუწოდა ყველას, თავი შეეკავებინათ გამოსვლებისგან და პირდაპირ საქმეზე გადასულიყვნენ და ხალხს პარლამენტის წინ გადანაცვლებისაკენ მოუწოდა.
- ამ ხალხმა თავად არ იცის, რა უნდა. ერთი მოუწოდებს არჩევნების შედეგების გაუქმებისკენ იმიტომ, რომ თანამდებობა შეინარჩუნოს, მეორე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ის პირველ ადგილზე გავიდა, რადგან მას პირველი ადგილი უნდა, შეთანხმდნენ მაინც და ისე მოახსენონ საზოგადოებას, თუ რა უნდათ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ქაოსი და ანარქია. ის ფული, რომელიც ჩემოდნებით აქვთ შემოტანილი, ხალხს უნდა გადავცეთ. საქართველოს გადარჩენა სჭირდება ყველა აგენტისგან, ყველა მამაძაღლისგან. მართალია, არ ვარგა პრეზიდენტი, არ არის ხელფასები და პენსიები, მართალია, უკან მივდივართ, მაგრამ ამას ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ სისხლი დაიღვაროს? – ჩვენ ამას არ დავუშვებთ. იქნება ეს ჟვანია, სააკაშვილი თუ ბურჯანაძის ქალბატონი, უნდა დაიმახსოვროთ, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი. ჩვენი გადარჩენა ჩვენს ერთობაშია. დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ამ ხალხს ვუთხრათ, გეყოფათ ყველას! დღეს სერიოზული თანხები იმაზე იხარჯება, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ჩვენ არავის მოვუწოდებთ აგრესიისაკენ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა ორპირს და ყველა აგენტს უნდა დავუპირისპირდეთ, დღეს ყველა უნდა დავირაზმოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვინც შეცდა, მოვიდეს და გვერდით დაგვიდგეს, დღეავდელი რე გადარჩენის დღე უნდა იყოს. ყველანი წავიდეთ პარლამენტთან და იქ გავერთიანდეთ.
დასასრულს ჯემალ გოგიტიძე პატარკაციშვილის მიმართ სიძულვილი გადმოაფრქვია და დაიმუქრა, რომ მოახდენენ მისი ქონების კომპისკაციას და რიტუალების სასახლეს კი დევნილებს დაუთმობენ.
ფორუმის დაწყების წინ ელენე თევდორაძემ აღორძინების მხარდამჭერებს ყვავილები ჩამოურიგა. |