|
ინტერ-პრესი ,,ახალი თაობა”. 2003წ. 18 ნოემბერი. გვ.4
,,აღორძინების” აქცია ,,ფაშიზმისა და ექსტრემიზმის”
,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის” წარმომადგენლები დღეს, 12.00 საათზე თბილისში, სპორტის სასახლეში შეხვედრას გამართავენ, საიდანაც ისინი მშვიდობიანი საპოტესტო მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
ამის შესახებ ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ბაკურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეკრების მიზანია დააფიქსირონ მოახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ,,ფაშიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ”. ბაკურიას თქმით, ხვალ, ,,აღორძინება” 15-20 000 მხარდამჭერის შეკრებას გეგმავს. მისივე განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრას ,,აღორძინების” ლიდერი ასლან აბაშიძე ვერ დაესწრება, რადგან აბაშიძე მოსკოვში იმყოფება.
ბაკურიას განმარტებით, ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირს” კონსულტაციები ჰქონდა ,,მრეწველებთან”, ,,ლეიბორისტებთან” და ყველანი ცდილობენ შეიმუშაონ ,,ერთობლივი გეგმა, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირდნენ საქართველოში მოძალადეების მოქმედებას”.
ბაკურიას განმარტებით, ,,ჟვანია-სააკაშვილის დანაშაულებრივი ჯგუფი” ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, მრავალ დეზინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, აჭარიდან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები და შეიარაღებული ჯგუფები ჩამოდიან. ბაკურიას თქმით, ეს აფსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. |