|
24 საათი 2003 წლის 24 ნოემბერი გვ B4
1. თქვენი აზრით, ფლობს თუ არა სიტუაციას ოპოზიცია?
2. რა იქნება ამის შემდეგ?
ნიკოლაი სვინტიცკი რუსული კულტურის ცენტრის დირექტორი
1. რა თქმა უნდა, კი. ახლა პროსპექტზე გავიარე, რეცხავდნენ მოედანს. ესეც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია აკონტროლებს სიტუაციას. აბა სხვას რას ჰქვია კონტროლი? დღეს ეს ახალგაზრდები, ლიდერები, ბოლომდე არ მოსულან ხელისუფლებაში და უკვე ცდილობენ რაღაცას; ასუფთავებენ ქალაქს, ამ სიტყვების პირდაპირი ნმიშვნელობით.
2. მოროდიორობა ყველანაირი პოლიტიკური ცვლილებაბი განუყოფელი ნაწილია. ეს სახასიათოა ყველანაირი, თუნდაც მდიდარი ქვეყნისათვის. 11 სექტებრის შემდეგ შეერთებულ შტატებში მოროდიორობა გაიზარდა. მართალია, ეს ცუდი სინდრომია, მაგრამ არსებობს და ალბათ იარსებებს. და ამიტომაც, ნინო ბურჯანაძის მიმართვა პოლიციელებისადმი, მეტი ყურადღებით იმუშაონ, დროულია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ეთანხმებიან. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად ისე, როგორც არასოდეს, თუკი გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქალაქში, სადაც დავიბადეთ და არ არსებობდა სიტყვა ნაციონალობა. მაშინ ყველას ეროვნება იყო თბილისელობა. და მოვა დრო, როდესაც ადამიანს ეროვნების მიხედვით კი არ განსჯიან, არამედ იმის მიხედვით, თუ რა გააკეთა მან ამ ქალაქისათვის.
მესმის, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ განსაზღვრონ და დაარქვან მომხდარს თავისი სახელი ხმამაღლა, მაგრამ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას; და არა ისე, ვისხდეთ სახლში ტელეეკრანებთან, სირაქლემას პოზაში – დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ აპლოდისმენტები გავცეთ. ასე არასდროს არაფერი გამოვა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ დაგვიბრუნდა იმედი. ჩვენ არ გვყავდა იდეალები. ერს უნდა ყავდეს ისინი. იმედი მაქვს, იდეალები გამოჩნდებიან, ან უკვე გამოჩდნენ.
გიორგი შენგელაია რეჟისორი
1. ამ ეტაპზე ყველაფერს მართავს ხალხი, ხალხის ნება. ეს პოლიტიკური პროტესტი, რომელიც ყალბი არჩევნების გამო დაიწყო, იმავდროულად სოციალური პროტესტიც არის. ხალხი შევარდნაძესთან აიგივებს თავის სიდუხჭირესა და სიღატაკეს. აი, ამით წარიმართება მოვლენები და ეს ამოძრავებს ლიდერებსაც და ეს გვამოძრავებს ჩვენც – საზოგადო მოღვაწეებსაც.
ახლა სწორედ საზოგადოების ერთიანი ნების გამოხატვის მოწმენი ვართ. ისინი იტხოვენ არა მხოლოდ იმას, რომ მთავრობამ სინათლე ჩაურთოს; მათ წესიერი მმართველობის დამკვიდრება სურთ. კორუმპირებული ჩინოვნიკები შევარდნაძის მეთაურობით მთავრობას უნდა მოშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომშევარდნაძემ საბჭოთა კავსირის დროს დემოკრატიისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგა, მან თავისი კომკავშირული ბიოგრაფიითა და ინტელექტით, მაინც ვერ შეძლო აღებული კურსის შენარჩუნება. როდესაც ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, ვერ გაიზიარა, რომ მისი შვილები, ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ ექიმები, მასწავლებლები და უნდა მიეღოთ ისეთი ჯამაგირი, როგორიც ხალხს ჰქონდათ. ეს რომ გაეკეთებინა შევარდნაძეს, ამ სიდუხჭირის მიუხედავად, დღევანდელ მდგომარეობამდე მაინც არ მივიდოდა საქმე. ეს იმიტომ, რომ სიძულვილი მმართველისადმი იბადება მაშინ, როდესაც ირღვევა სოციალური სამართლიანობა. ეს ფასეულობა კი დემოკრატიული წყობისათვის უმნიშვნელოვანესია. თომას ჯეფერსონის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ერთ პასაჟს გავიხსენებ: ადამიანს აქვს უფლლისგან მონიჭებული უფლება სიცოცხლისა, თავისუფლებისა და ბედნიერებუსკენ სწრაფვისა. ეს უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა. ჩვენ ქართველები, ნიჭიერი და თავისუფალი ხალხი ვართ, არ ვართ მომხეჭველები და ჩვენ ვგრძნობთ, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისკენ სწრაფვა. დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა.
2. მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა, ეს უკვე მოგებული სიტუაციაა. კიდევ გადმოვლენ ჩვენს მხარეს და ხალხსაც მიეცემა საშუალება, სახელმწიფოს სადავეები განათლებულ და უანგარო ხალხს გადაულოცოს; ისეთს, რომელიც იცხოვრებს, როგორც დანარჩენები ცხოვრობენ. მე ვიცი, რომ ეს ახალი ლიდერები ამ მთავარი დემოკრატიული ღირებულებებით ქვეყნის მართვას ნამდვილად შეძლებენ; რომ ისინი ღირსეულად შეასრულებენ ხალხის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. შევარდნაძე უნდა წავიდეს, პარლამენტი უნდა დაიშალოს და დაინიშნოს როგგარეშე საყოველთაო არჩევნები. აი, ეს არის ამ მშვიდობიანი რევოლუციის მშვოდობიანი დასასრულის საშუალება.
რეზო ესაძე რეჟისორი
1. ოპოზიციამ ფანტასტიკური შინაგანი და გარეგანი ღირებულებები გამოავლინა. განცვიფრებული ვარ მათი შესაძელებლობებით. რაც მათ მოახერხეს, სასწაულია და სხვა არაფერი. თანაც, სასწაული ზოგადად ამ მოძრაობების ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბიტ. და მსოფლიოც აღფრთოვანებულია ჩვენიტ. აქ ხომ ყველაფერი მოხდა უდიდესი შინაგანი სიწმინდით, ლმობიერებით, ღირსებიტ, სილამაზითა და იდეით. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ასეთი ერის შვილები ვართ.
2. ცვენამდე ვერ დადის, მთავრობის უგუნურობა. რა ხალხი უნდა იყოს იქ, რომ საკუთარ ხალხზე აღმართოს ხელი. წავიდეს იმ ბავშვების, მოხუცების, დედების წინააღმდეგ. საქარტველოს გაერთიანება გვინდოდა? აი, ბატონო – ეს არის ერის გაერთიანება. და რა გამოდის მაშინ? – რომ შევარდნაძე მთელი ცხოვრება გვატყუებდა, როცა ამბობდა, საქართველოს გავაერთიანებო. ჩვენი ქვეყანა ახლა გაერთიანდა და მე ბედნიერეი ვარ.
ბასა ჯანიკაშვილი დრამატურგი
1. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა კონტროლს იღებს, ყოველ შემთხვევაში გვირდიდან ასეთი შთაბეჭდილება რჩება, შესაძლოა ჯერ სრულად ვერ აკონტროლებს, მაგრამ ნელ-ნელა ოპოზიცია ხელისუფლების სადავეებს იპყრობს. გამარჯვება ახლოსაა. ყოველივე ეს იმას მაგონებს, როცა ფეხბურთში ორი ტაიმია სათამშაო, პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით მოიგე და მეორე 45 წუთი უბრალოდ ფორმალურად უნდა ითამაშო, ეს სიტუაციაა ახლა, ფორმალურად, მოგებული მატჩის მეორე ტაიმი უნდა ვითამაშოთ.
2. პირველ რიგში, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ან მან კაცურად უნდა თქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა და ისე წავიდეს,. მოლაპარაკებებისა და კომპრომისების დრო უკვე წავიდა. ამ ხალხს უკვე ვერც ბურჯანაძე, ვერც სააკაშვილი და ვერც ერთი ლიდერი ვერ დააწყნარებს და ვერ ეტყვის, რომ ახლა თქვენ დაიშალეთ, პრეზიდენტი დარჩება თავის ადგილას და საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს.
ლაშა ბუღაძე დრამატურგი
1. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებავერასდროს ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, აქედან გამომდინარე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია ბევრად უფრო წარმატებულად ართმევს ამას თავს. ეს არის საოცარი შემთხვევა, საქართველოს ისტორიაში ხდება მართლაც გარდატეხა, ყველანაირი თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა, თუ რა არის ჭეშმარიტად საზოგადეობრივი ეთიკა და კულტურა. ხალხი თვითონ მოუვლის ამ ქცეყანას, ერთადერთი მანკიერი რაც ამ ქვეყანაში არსებობს, ეს არის შევარდნაძე არა პიროვნული თვალსაზრისით, არამედ შევარდნაძე, როგორც მანკიერი კატეგორია. დაგვიდგა დრო იმისა, რომ ამ მანკიერების გარეშე ვიცხოვროთ.
2. ასევე მშვიდობიანად დასრულდება, იმიტომ რომ ხალხი კულტურულად უყურებს ამ პრობლემას და შესაძლოა მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ მართლაც არჩევანი გავაკეთეთ საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის ევროპის სასარგებლოდ. ჩვენ ევროპელები ვართ, აქედან გამომდინარე პრობლემა არ შექმნილა. |