|
ნინო ხარაძე ახალი ვერსია 2003 წლის 3-9 ნოემბერი გვ.3
არჩევნები ”ნაციონალების ზეიმით დასრულდა, წინ დიდი მღელვარებაა არჩევნები პირველი არაოფიციალურიშედეგების გამოცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის ლიდერები თბილისში გრობოებოვის თეატრის დარბაზში ელოდნენ. მთელი დღის მოლოდინი, რომ პარტია არჩევნებში პირველ ადგილს აიღებდა, ,,რუსთავი-2”-ის ეთერით გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლებმა დაადასტურა. ,,ნაციონალების” ასამდე მხარდამჭერი ტაშის ტაშის გრიალით შეხვდა თეატრის კულისებიდან ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას, რომელიც შედეგების გამოცხადებისთანავე მომღიმარი და ბედნიერი სახით წარუდგა პუბლიკას. ეგზითპოლის თანახმად, 20,8 პროცენტის შედეგია, რომელმაც ,,ნაციონალების” პირველობა განაპირობა, მას მოსდევს 12,9 პროცენტით ბლოკი ,,ახალი საქართველოსათვის”, მესამე ადგილს დასჟერდა ლეიბორისტული პარტია – 12,8 პროცენტით. შემდეგი ადგილები, ,,აღორძინებამ”, ,,ბურჟანაძე-დემოკრატებმა”, ,,ახლებმა” და ,,მრეწველებმა” გაიყვეს. მიხეილ სააკაშვილმა ეს გამარჟვება 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გამარჟვებას შეადარა და მისი ,,აბსოლუტურად ტოლფასი გამარჟვება” უწოდა. მისი მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით ნაციონალებმა ხმების 40-50% მოიპოვეს. თუ ხელისუფლება ,,საკუთარ უსუსურ მონაცემს გაზრდის, ეს უკვე ჟორბენაძისა და მისი ხელმძღვანელის, შევარდნაძის ნამუსზე იქნება”, - აღნიშნა მან. ”საერთო ჟამში, ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს 4-ჟერ მეტი ხმები, ვიდრე ორმა სახელისუფლებო ბლოკმა ერთად. ეს არის იმპოტენტი მთავრობის დასასრული, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე უბედურებასი აცხოვრებდა ხალხს, ”ნაციონალური მოძრაობის” ყველა მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარ ოლქში მოიგო არჩევნები, მაგრამ პოლიციის უფროსები ურეკავენ გივი თარგამაძეს და ეუბნებიან, რომ ციხეში ჩაგვამწყვდევენ. ვინ მოხვდება ციხეში, ეს ჟერ კიდევ საკითხავია”, - ასეთია სააკაშვილის პირველი განცხადებები. თეატრის გასასვლელთან ”ნაციონალების” ლიდერს მხარდამჭერი ქალბატონები ხვდებოდნენ, გამარჟვებას ულოცავდნენ ”რჩეულს” და საჟაროდ ლოცავდნენ. სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჟვება ხალხის დამსახურებაა და რომ ამ ამომრჩეველთან ვალშია. ”ნაციონალები” ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოცხადებას აღარ დაელოდნენ და გვიან ღამით გამარჟვების აღსანიშნავად რუსთაველის პროსპექტი დროშების ფრიალითა და ავტომანქანების სიგნალით აახმაურეს. რამდენიმე წრე დაარტყეს მთავარ პროსპექტს და თვალს მიეფარნენ. არადა, სწორედ ცესკოს მონაცემებს შეუძლია ”ნაციონალების” ზეიმი დიდ მღელვარებად აქციოს. ექსპერტთა შეფასებით, ეგზითპოლებისგან განსხვავებით, ცესკოს მონაცემებში სახელისუფლებო ბლოკი არა მეორე, არამედ პირველ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს. ეს კი უკვე დიდი მღელვარების დასაწყისი იქნება. |