|
|
ინტერ-პრესი,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A2. ასლან აბაშიძე შეშინებულია,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თბილისში გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბათუმში აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე გაძლიერებული დაცვით დადის და მას აჭარაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ეშინია. ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე დაიოკებს ცენტრალურ ხელისუფლებაზე თავის პრეტენზიებს და შეიძლება გადაირჩინოს თავი აჭარაში, თუმცა, ბერძენიშვილის თქმით, დროთა განმავლობაში, აჭარის ხელისუფლების ტრანსფორმირებაც მოხდება და აჭარაში, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ასლანა აბაშიძის მმართველობის პერიოდში მოკლებული იყო დემოკრატიულ ღირებულებებს, დემოკრატიული პროცესები მაინც განვითარდება. |