პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. 5. 

 

 

ასლან აბაშიძის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში საქართველოს სტაბილურობის საკითხებს ეხება

სახელისუფლებო ბლოკის ,,ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში საქართველოში სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხებს ეხება, ვინაიდან სომხეთი და აზერბაიჯანი დაინტერსებული არიან ამ საკითხით. ირაკლი ბათიაშვილმა თბილისში მიმდინარე დემონსტრაციის კომენტირებისას პრაიმ-ნიუსს განუცხადა, რომ ოპოზიციასთან "საჭიროა დიალოგი და მოთმინება".

ამასთან, მისი თქმით, თუ ოპოზიციური ძალები პროვოკაციებზე წავლენ, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ.