|
,,24 საათი”. 2003წ. 7 ნოემბერი. გვ. A1-A2
ბარიერთანსაზოგადოება უპირისპირდება შევარდნაძე-აბაშიძის მიერ სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების მისაკუთრების მცდელობას
გუშინ, საღამოს ექვსი საათისათვის, აჭარის ხმებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მიაღწია. აჭარიდან შემოსული 284 ათასი ხმიდან 269 ათას 854 ხმა ,,აღორძინების” ,,სალაროში” ჩაირიცხა, რის შემდეგაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო და შემდეგი განცხადება გააკეთა:
,,2 ნოემბერს ქართველმა ხალხმა კატასტროფული დამარცხება მიაყენა ამჟამინდელ ხელისუფლებას. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება არამარტო არ აღიარებს საკუთარ მარცხას, არამედ აჭარის ფეოდალურ, დანაშაულებრივ რეჟიმთან შეთანხმების საფუძველზე, დაფიქსირდა არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც პირველ და მეორე ადგილს იყოფენ ,,აღორძინება” და სახელისუფლებო ბლოკი. ამ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს საქმე შევარდნაძის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, ჩვენ გვაქვს საქმე ხალხის ნების გათელვასთან და ხელისუფლების მისაკუთრებასთან. იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში, იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მომავალი, საქართველოში იყოს სამოქალაქო თანხმობა და ნორმალური საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები, საჭიროა, ქართული საზოგადოება დაირაზმოს და, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით, არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების მისაკუთრება შევარდნაძისა და აბაშიძის მიერ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ბვალ ზუგდიდში, გორში, ზესტაფონში, თელავში და რამდენიმე სხვა ქალაქში იქნება მშვიდობიანი აქციები შევარდნაძის მიერ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ. დერ ჩვენ რეგიონებში უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები.
ბოლო შაბათს, 8 ნოემბერს, სამ საათზე მთელი საქართველო დაიძრება დედაქალაქისაკენ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება დიდი მშვიდობიანი აქცია, ერთადერთი მოთხოვნით – შეჩერდეს არჩევნების შედეგების ფეხქვეშ გათელვა და, თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ის რეჟიმი და ის ადამიანები, რომელთაც გააყალბეს არჩევნები, წავიდნენ ხელისუფლებიდან თავის მთავრობასთან ერთად. ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ – ადამიანებმა შვებით ამოისუნთქონ, სქართველოში განხორციელდეს პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტები, შეწყდეს ბანდიტთა თარეში. ,,ნაციონალური მოძრაობა”, თავის ათასობით მხარდამჭერ მოქალაქესთან ერთად, მობილიზებულია. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ღირსება. |