|
მედია-ნიუსი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 2.
ბურჯანაძე მომიტინგეების მადლიერია ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ იქ შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და მათ დღის ორ საათზე პარლამენტის წინ შეკრებისაკენ მოუწოდა. "ის, რასაც ჩვენ გუშინ მივაღწიეთ, საბოლოო გამარჯვება არ არის, ამას შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. საზოგადოებას ისეთი ხელისუფლება და პარლამენტი უნდა ჰყავდეს, როგორსაც იმსახურებს, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. |