ირაკლი გოგორიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 2.

 

ცსკ-ში მჯდომარე აქცია დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, იმელის შენობის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოიყარეს თავი. მომიტინგეები ცსკ-თან არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. არსებული დაძაბულობის მიუხედავად, აქციის გარკვეულმა მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ შენობაში შესვლა შეძლეს. ამის შემდეგ, ნაცმოძრაობის და ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს შენობის პირველ სართულზე. სააკაშვილი და ჟვანია აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაშალა საპარლამენტო არჩევნები, ეს აქცია არის მიმართული იმ პოლიტიკური ზეწოლისათვის, რათა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მისცეს თავს იმის უფლება და არ გააყალბოს ის შედეგები, რომელიც ოპოზიციას სრულ გამარჯვებას მოუტანს.

ზურაბ ჟვანია იმედოვნებს, რომ შევარდნაძე ხალხის მოთხოვნას გაითვალისწინებს და გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, -ნი ნანა დევდარიანი.