|
,,24 საათი”. 2003წ. 17 ნოემბერი. გვ. A3
დაუმორჩილებლობის კომიტეტის მიმართვაქვეყანაში შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის და, ამავდროულად ძალადობის და სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთადერთ გზად, გაერთიანებულ ოპოზიციას ტოვლისმომცველი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება მიაჩნია. გუშინ ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე ერთხმად მიღებულ მიმართვაში ნათქვამია: ,,ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგნლები ვაყალიბებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტს. 1. საქართველოს ყველა მხარესა და რაიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,გაერთიანებული დემოკრატყების” ოფისები იმოქმედებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ადგილობრივი შტაბების რეჟიმში.
2. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, თავის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე ჩამოაყალიბონ დაუმორჩილებლობის პირველადი ორგანიზაციები და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ შტაბს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოცხადდება დაუმორჩილებლობის მოძრაობის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები, რომელზეც შეძლებთ ინფორმაციის მიწოდებას დაუმორჩილებლობის პირველადი ორგანიზაციების შექმნის შესახებ.
3. მოვუწოდებთ საქართვლოს მოქალაქეებს, მოაწყონ მშვიდობიანი პიკეტები სამხარეო და რაიონული ადმინისტრაციების შენობებთან, რათა შევარდნაძის ჩინოვნიკებს არ მივცეთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის საშუალება.
4. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუერთდნენ ხელმოწერის აქციას ხელახალი საპარლამენტო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. 5. მოვუწოდებთ მეწარმეებს, გადაიხადონ მხოლოდ ის გადასახადები, რომლებიც განკუთვნილია სოციალური და საპენსიო ფონდებისათვის.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემდგომ ეტაპზე მთავარი კომიტეტი მიმართავს მშვიდობიანი პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებს.
|