|
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ. 18 ნოემბერი. გვ 1
ეუთო დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით
14 ნოემბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და ეუთოს გენერალურ მდივანს, ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს იაფ დე ჰოპ სხეფერს შორის.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას. ასევე ეუთოს წინასწარ ანგარიშს საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავსირებით და მასში გამოთქმულ შენიშვნებს.
აღინიშნა, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის მიერ გასავლელი გზა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა. ეუთოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას აქციის ორგანიზატორებთან დიალოგის თაობაზე. ამასთან, განაცხადა, რომ ეუთო მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესს, რათა არსებული კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს. |