|
ინტერ-პრესი,,24 საათი”. 2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A3.
ფოთში საპროტესტო მიტინგი გაიმართა გუშინ დილით ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მხარდამჭერი მიტინგი გამართეს. ,,ნაციონალებს” მოგვიანებით ,,ბურჯანაძე დემოკრატების” და ,,კმარას” აქტივისტებიც შეუერთდნენ. მომიტინგეები ცენტრალური მოედნიდან მერიისაკენ გაემართნენ, სადაც შენობას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა. მომიტინგეების მოთხოვნა თბილისის აქციის ანალოგიურია – შეიცვალოს ხელისუფლება და საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება აღიარონ. მიტინგის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ფოტის ყოფილი მერი რომან მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატთან ზურაბ ნასარაიასთან ,,ორთაბრძოლაში” საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად დამარცხდა. |