ნინო ხარაძე

ახალი ვერსია 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ3-4

 

 

გადადექი

4 ნოემბერი, სამშაბათი – ვიბრძოლოთ!

 

უკვე ნათელი ხდება, რომ ოპოზიცია ქუჩაში გამოვა მხარდამჭერებან ერთად ჩნდება პირველი სატელევიზიო მოწოდებები. სახელისუფლებო ბლოკი განცხადებებისგან თავს იკავებს.

 

”ბურჯანაძე – დემოკრატები” საზოგადოებას ფილარმონიაში მისვლას თხოვენ. პარალელურად ”ნაციონალები” ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და საერთო საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ. თუმცა სააკაშვილის ამ სატელევიზიო მიმართვას მხოლოდ ”ბურჯანაძე-დემოკრატები” უბავენ მხარს. ”ახლები”, ”ლეიბორისტები” და ”მრეწველები” ოპოზიცია უერთდებიან. მოგვიანებით მერიასთან მხოლოდ ჯუმბერ პატიაშვილის ”ერთობა” მიდის. ახლების ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ მათ ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ და სატელევიზიო მიწვევას არ ცნობენ, ამასთან ამატებს, რომ ”ახლები” საკუთარ ხმებს ოლქებში იცავენ და ქუჩის გამოსვლებისთვის არ სცალიათ.

 

3 საათისათვის ”ბურჯანაძე – დემოკრატების” მოწვევას ფილარმონიის დარბაზში 5 ათასამდე ამომრჩეველი იღებს. სავსე დარბაზში პარტიის ლიდერები საზოგადოებას მხარდაჭერისათვის მადლობას უცხადებენ და პირველ გავცხადებას აკეთებენ.

ზ. ჟვანია;  ”თქვენს მიერ გაწეული ჯოჯოხეთური შრომა შეიძლება წყალში ჩაიყაროს. შევარდნაძე აცადებს, რომ ყოველი 10 ქართველიდან 4 მისი მხარდამჭერია. 2 ნოემბრის ღამიდან მათ დაიწყეს ყალბი ბიულეტინების ჩაყრა და დღესაც ყრიან და ყრიან. რა უნდა ვქნათ, ჩვენ ასეთ დროს – უნდა ვიბრძოლოთ თუ უნდა შევეგუოთ არსებულ სიტუაციას?

 

დარბაზიდან ისმის შეძახილი – ”ვიბრძოლოთ”!

 

ზურაბ ჟვანია: ”ნინოსთან ერთად ჩვენმზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი. დღეს თუ ეს ყველაფერი შერჩატ, ისინი დაიწყებენ თვითოეულ თქვენგანზე ნადირობას. ოპოზიციამ არ ისმინა ხალხის ნება, როცა ის არ გაერთიანდა, მაგრამ დღეს ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილის გვერდიგვერდ ისხდნენ, ისინი ჩასჭიდებენ ერთმანეთს ხელს და იბრძოლებენ, რომ არ აგწაპნონ თქვენს მიერ მოპოვებული არჩევანი”.

 

საინფორმაციო სეხვედრაზე აკაკი ასათიანი მთავრობას დაემუქრა – იმ შემთხვევაში თუ ”ბურჯანაძე-დემოკრატები” მოვლენ პარლამენტში, ხელისუფალთა ნახევარი ციხეში წავა, ხოლო მეორე ნახევარი, ალბათ, საზღვარგარეთ დევნილის სტატუსით გაქცევას მოასწრებს.

 

ამ განცხადების შემდეგ ”დემოკრატები” მხარდამჭერებთან ერთად მიემართებიან თავისუფლების მოედნისკენ, სადაც ”ნაციონალების” ორგანიზებული მიტინგი ელოდებათ. გზაში დემონსტრაცია ცესკოს შენობასთან ჩერდება. შენობას რკინისფარებაფარებული პოლიციელები იცავენ. ისინი ხელს არ უშლიან დემონსტრანტებს.

 

ამის შემდეგდემონსტრაცია პარლამენტთან ჩერდება და მეორე მერიის შენობასთან ჩერდება და მერე მერიის შენობასთან მდგარ ათასობით ადამიანს უერთდება.

 

მერიასთან ამ დროს უკვე მისულია ”კმარას” აქტივისტთა ჯგუფი. ისინი მაშინ აქტიურობენ, როცა მერიის აივანზე მდგარი გამომსვლელები შენობაში შედიან სათათბიროდ. ”გაუმარჯოს გაერთიანებულ ოპოზიციას” – ეს არის მთავარი შეძახილი. ამ დღეს პირველი ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია აჭარის არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხს აჟღერებს. მოგვიანებით ეს პუნქტი ”ნაციონალური მოძრაობის” გამოსვლის მთავარ მოთხოვნად იქცევა. აქვე სააკაშვილის ”ახლებს” არგამოჩენას საყვედურობს და აცხადებს, რომ ისინი აჭარაში ”სისხლიანი ხმები” წამოსაღებად წავიდნენ. ამ რეპლიკას უკვე საღამოს დავით გამყრელიძე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე ”ნაციონალებს” ხმა არ ამოეღებათ , რადგან არჩევნების გაყალბებაზე არც მათ დაუკლიატ ხელი და თუ ვინმე დაზარალდა ამ სიტუაციაში, სწორედ ”ახლები” იყვნენ.

 

ამ დღეს აქცია პარლამენტის შენობასთან დაიშალა, ორგანიზატორებმა მომავალი დღის სამოქმედო გეგმა დასახეს და პირველ გამოსვლას ”გამაფრთხილებელი გასეირნება” უწოდეს.