ნინო ხარაძე

ახალი ვერსია 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ3

 

 

გ ა დ ა დ ე ქ ი

 3 ნოემბერი, ორშაბათი – დასაწყისი

 

3 ნოემბერს ჯერ კიდევ სიმშვიდეა. არჩევნების არაოფიციალური შედეგების, ანუ ეგზიტპოლების მონაცემებით ოპოზიცია ლიდერობს. ცესკოს მონაცემებით სიტუაცია იცვლება. ამას ემატება არასამთავრობო ორგანოზაციების დამკვირვებელთა მონაცემები საარჩევნო უბნებსა და ოლქებში დარღვევების თაობაზე, რაც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების ჩაშლილად გამოცხადების საბაბს აძლევს. ”ნაციონალური მოძრაობა სახალხო გამოსვლებზე იწყებს საუბარს.