საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ.  18 ნოემბერი. გვ 1.

 

გაიმართა მორიგი სატელეფონო საუბარი

 

14 ნოემბერს გაიმართა მორიგი სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის.

ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ დაინტერესდა როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში და დაადასტურა, რომ დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით.