,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.

 

გოგა ხაინდრავა ფილარმონიიდან გააგდეს

აფხაზეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი მხედრიონელი, ყოფილი პოლიტპატიმარი და კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მორიგ სკანდალში გაეხვია. აღნიშნული სკანდალი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ეს განცხადება ხაინდრავამ ფილარმონიის დარბაზში გააკეთა, სადაც ქართველი მეომრები თავიანთ პოზიციას აფიქსირებდნენ.

იქ შეკრებილი საზოგადოება არსებული ვითარების გამოსწორების გზებს ეძებდა. გამეფებული ერთსულოვნება მხოლოდ გოგა ხაინდრავამ დაარღვია, რომელმაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადება გააკეთა და მეომრებს საკმაოდ მკვახე ტონით განუცხადა, აქ რას ლაპარაკობთ, რუსთაველის გამზირზე ხალხს შია და სცივაო. ამ განცხადების შემდეგ ყოფილმა თანამებრძოლებმა თუ მოწინააღმდეგეებმა სტვენა აუტეხეს, ისიც იძულებული გახდა, დარბაზი მიეტოვებინა და რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს შეერთებოდა.