ხათუნა ჯანგირაშვილი

,,24 საათი”. 8 ნოემბერი 2003 წ. გვ. A1-A3

 

 

 

ზუგდიდში ,,ნაციონალებს ესროლეს

გუშინ, ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ნიღბებით სახედაფარულმა, ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ადამიანებმა ხალხს სროლა აუტეხეს. ისინი     ქალაქის ცენტრში მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც მშვიდობიანი მიტინგის ჩასატარებლად შეკრებილი ,,ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელოდნენ. ნიღბიანები შეკრებილ ზუგდიდელებში შეიჭრნენ და უმისამართოდ სროლა ატეხეს. ავტომატებიდან სროლა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა. ნიღბიანებმა სროლით გული იჯერეს და მშვიდად და უპრობლემოდ, სეირნობით გაერიდნენ იქაურობას. სროლის შედეგად დაიჭრა ,,ნაციონალური მოძრაობისორი აქტიური მხარდამჭერი, რომლებსაც გუშინვე, ზუგდიდის საავადმყოფოში, სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდათ.

რას აკეთებდა იმ დროს პოლიცია, როდესაც ზუგდიდის ცენტრში, მშვიდობიანი მიტინგის ჩასატარებლად შეკრებილ ხალხში შეჭრილი ნიღბიანები ავტომატებიდან ისროდნენ? პოლიციას შეიარაღებულებისათვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები იქ მხოლოდ სროლის შეწყვეტისა და ნიღბიანების წასვლის შემდეგ გამოჩნდნენ. ,,რა გვექნა, თავდამსხმელებს შეიარაღებულ პოლიციელებს ხომ არ ამოვახოცინებდით. პოლიცია იქ წესრიგის დასამყარებლად, მშვიდობიანი მიტინგის დასაცავად, უიარაღოდ იყო მისული, სროლის დაწყებისთანავე, პოლიციელები გაიქცნენ და შეიარაღდნენ, თუმცა ამასობაში, თავდამსხმელებმა გაქცევა მოასწრეს,” – ასეთი პასუხი გაგვცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოგვიანებით დაცვა ქალაქში რმაგად გააძლიერეს. ზუგდიდელი სამართალდამცველები გუშინ ირწმუნებოდნენ, რომ არაფერი იცოდნენ   ხალხის შესახებ, რომლებიც ქალაქის ცენტრში სროლა-სროლით დადიოდნენ და ,,ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაშინებას ცდილობდნენ. ,,რომ ვიცოდეთ, ვინ იყვნენ, დამნაშავეებსაც ადვილად დავიჭერდით. ნამდვილად არ ვიცით, ვინ იყვნენ შეიარაღებული პირები და რომელ დაჯგუფებეს ეკუთვნიან. სამწუხაროდ, მათ მიმალვა მოასწრეს,” – ასეთია კანონდამცველთა პასუხი, რომელთაც მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენული ხულიგნობის მუხლით სასწრაფოდ აღძრეს.

           

მომხდარისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ხალხი, ვინც სროლით სცადა მიხეილ სააკაშვილის მომლოდინე მომიტინგეების დაშინება, ტყეში გახიზნული შემოურიგებელი ზვიადისტები იყვნენ. მათი კონკრეტული გვარებიც დასახელდა. თუმცა, ეს ვერსია ,,ნაციონალური მოძრაობისლიდერმა კატეგორიულად გამორიცხა. მამხდარში მან ბრალი შევარდნაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს დასდო.

           

ატეხილი სროლებისა და ამ სროლების ავტორთა მოთხოვნით (,,არ გაბედოს სააკაშვილმა ზუგდიდში შემოსვლა”) მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი           ქალაქში მაინც შევიდა. ,,ნაციონალური მოძრაობისლიდერი, თავდაპორველად, სამხარეო პოლიციის წინ შეჩერდა, შემდეგ კი აქციის ჩატარების ადგილისაკენ წავიდა. შეკრებილი ხალხი მას ოვაციებით შეხვდა. სროლამ სააკაშვილის მომხრეები ვერ დაშალა, პირიქით, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

           

,,ეს თავდასხმა შევარდნაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მიერ დაქრავებულმა მოღალატეებმა განახორციელეს. ამ ყველაფერს შევარდნაძის მთავრობა აკეთებს. უშუალოდ შევარდნაძე და კობა ნარჩემაშვილი დგამენ ამ სცენებს. რას ერჩიან უბრალო ხალხს? ერჩიან იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან. ზუგდიდში დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთი უკანვე დაუბრუნდება თავად შევარდნაძეს, ეს ყველაფერი მას ძვირად დაუჯდება!” – ასე შეაფასა გუშინ ზუგდიდში მომხდარი ,,ნაციონალებისლიდერმა.

           

მომხდარზე პასუხისმგებლობა ედუარდ შევარდნაძეს დააკისრეს ,,ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერმა ზუგდიდელებმაც.