პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 . 24 ნოემბერი. გვ. 7

 

 

გვარდია ოპოზიციის მხარეზე არ გადასულ

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პრესსამსახური უარყოფს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას ეროვნული გვარდიის ოპოზიციის მხარეზე გადასვლის შესახებ. როგორც პრაიმ-ნიუსს გვარდიის პრესცენტრში განუცხადეს, გვარდიის ხელმძღვანელობას ოპოზიციას მხარეზე გადასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.ამასთან, პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ მიტინგზე გაკეთებული განცხადება შესაძლოა გვარდიის სართიჭალის ქვედანაყოფის ჯარისკაცთა პოზიციის საფუძველზე გაკეთდა, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე უარი თქვეს.