|
|
|
შორენა მარსაგიშვილმა ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.
ჯარი დაპირისპირებაში არ ჩაერევა საქართველოში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმის რეალური საფრთხე, რომ ამ პროცესებში შესაძლოა ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც ჩაერიონ. შესაძლოა, მათ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები არ ჰქონდეთ, მაგრამ არსებულმა მძიმე ვითარებამ ისინი შეიძლება ქუჩაში გამოიყვანოს. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე კი დარწმუნებით აცხადებს, რომ ჯარი დაპირისპირებაში არ ჩაერევა. ამას იმედოვნებენ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიც, რადგანაც ყველამ კარგად უწყის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, ნიკა ჯანჯღავას, განცხადებით, თუ შეიარაღებული ძალები ამ დაპირისპირებაში ჩაერევიან, მაშინ ჯარი სამად გაიხლიჩება. ერთი მხარე ოპოზიციას დაუჭერს მხარს, მეორე ხელისუფლებას, მესამე კი მოროდიორობას დაიწყებს. |