ზვიად რუაძე.

,,24 საათი”. – 6 ნოემბერი. 2003წ.  A2.

 

 

 

კახეთში შეიქმნა ოპოზიციური ფრონტი

 

კახეთში საარჩევნო ვნებათაღელვა დღემდე არ ცხრება. გუშინ, ფილარმონიის შეკრების პარალელურად, თელავში მიტინგი მოაწყვეს ,,ნაციონალური მოძრაობისადა ,,ბურჯანაძე დემოკრატებისკახეთის რეგიონის მხარდამჭერებმა. მიტინგი ერთ საათს გაგრძელდა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების ლიდერები მხოლოდ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. ,,ჩვენ დღეს ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციამ მეზვრიშვილის დიქტატურა დაამხო,” – განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას ,,ტრადიციონალისტების წარმომადგენელმა თელავში გოჩა მამაცაშვილმა. თავად მედეა მეზვრიშვილი კი, როგორც ჩანს, დამარცხებას უკვე შეეგუა და ასეთ კომენტარს აკეთებს: ,,ყველაფერს ვეცადე, რომ თელავში არჩევნები დემოკრატიულად წარმართულიყო და შედეგიც სახეზეა.”

           

მიტინგის მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ ერთიან ოპოზიციურ ფრონტის დაფუძნებაზე: ,,ამ ფრონტში მოხდება ამომრჩეველთა ხმების, უფლებების დაცვა,” – ამბობს თელაველების რჩეული დეპუტატი თამაზ ხიდაშელი.

           

თელავში გამართულ გამოსვლებს წინ უძღვოდა სოფელ ბაკურციხეში კახეთის სამხარეო პოლიციის გაძლიერებული რეიდები. როგორც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები აცხადებენ, მათი მუშაობის მკაცრ რეჟიმში გადასვლა უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას. პოლიცია ძირითადად მოძრაობას უკრძალავდა სამგზავრო მიკროავტობუსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურციხის ავტომაგისტრალი კახეთის ექვს რაიონს აკავშირებს.