ხათუნა ჯანგირაშვილი

,,24 საათი”. 2003. 15 ივნისი. გვ A1-A

 

 

 

 

,,კმარაშინაგან საქმეთა მინისტრს პროკურატურაში უჩივის

 

,,კმარასაქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი ქვეშევრდომების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. კობა ნარჩემაშვილის ბრძანების საფუძველზე დაკავებულმა და ექვსსაათიანი, გაურკვეველი სტატუსით დაკითხვის შემდეგ გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა, მეორე დღესვე გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეები აცხადებენ, რომ მინისტრმა მათთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლება შეზღუდა და თავდ დაარღვია კანონი.

    

,,ჩვენთვის მინისტრის ბრძანებაზე წინ კანონი დგას. კანონი, რომელიც გვაძლევს სიტყვის თავისუფლებას, და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. არავის მივცემთ უფლებას, კონსტიტუციით დაკანონებული უფლებები შეგვიზღუდოს. ჩვენს მიმართ პოლიციელთა ქმედება არამართლზომიერი იყო, რადგან მინისტრის ბრძანება კანონი არ შეიძლება იყოს,” – აცხადებენ ,კმარას აქტივისტები და გენერალურ პროკურატურაში შეტანილი საჩივრით მათ მიმართ ხულიგნობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაუქმებას ითხოვენ. ,,კმარას წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს სიცრუეშიც ადანაშაულებენ. ,,ნარჩემაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები სრული სიცრუეა და მინისტრმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს,” – ასეთი პოზიცია აქვთ ,,კმარას წევრებს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის წევრებს ქუჩაში წარწერების მოხატვისათვის გარკვეულ საფასურს უხდიან. ,,ერთადერთი, რაც მოძრაობამ ამ ხნის განმავლობაში მიიღო, სოროსის ფონდის მიერ საღებავების შესაძენად გამოყოფილი 500 ლარია. აშკარაა, რომ ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩენია ხალხისთვის პოლიციის მისევის მეტი,” – აცხადებენ ,,კმარას აქტივისტები და სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევებს მიმოიხილავენ.

           

,,თვითონაც არ იცოდნენ, რა სტატუსით უნდა დავეკითხეთ. რამდენიმე საათის განმავლობაში წინ და უკან დარბოდნენ. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს, მოწმის სტატუსით დავეკითხეთ. არადა, კანონმდებლობით, მოწმეს, როდესაც დასაკითხად იწვევენ, შესაბამის უწყებას უგზავნიან და წიხლებითა და მუშტებით არ მიჰყავთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ უკანონოდ დაგვაკავეს. ამისათვის მინისტრმაც უნდა აგოს პასუხი და სხვებმაც, ვინც ამ ინციდენტში იღებდა მონაწილეობას”, - პოზიციას არ თმობენ ,,კმარას წევრები, რომელთაც გენერალურმა პროკურატურამ ერთი კვირის ვადაში უნდა გასცეს პასუხი დაწერილ საჩივართან დაკავშირებით.

           

,,საჩივრით, რომელიც უკვე გენერალურ პროკურატურაში დევს, კობა ნარჩემაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოვითხოვთ იმ პროცესუალური ნორმების დარღვევისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ მინისტრის მხრიდან. ასევე მოვითხოვთ იმ პირთა დასჯას, რომელთაც დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს. შესაბამისად, მოვითხოვთ, გაუქმდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შედგენილი ყველა ის ოქმი, რომელიც ,,კმარას წევრების უკანონოდ დაკავებისას და დაკითხვისას კობა ნარჩემაშვილის უწყების საგამოძიებო ნაწილში შეადგინეს. მომხდარს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ,,კმარას აქტივისტთა უფლებები დაირღვა. ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი თავიც და მისთვის კონსტიტუციით დაწესებული უფლებაც. ამ უფლებების შემზღუდველთა მიმართ კი მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც სამი დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე ,,კმარას წევრების უფლებებს იცავს.