თამარ კაციტაძე

,,24 საათი” 2003. 24 ოქტომბერი. გვ. A1-A7

 

 

 

 

,,კმარას ქვები დაუშინეს

 

22 ოქტომბერს, გვიან ღამით, უცნობმა პირებმა ,,კმარასოფისის ფანჯრის მინები ქვებით ჩაამტვრიეს და უხამსი პროკლამაციები შეყარეს. ,,შევარდნაძემ თქვა - ,,კმარასკმარა. ოფისში შემოყრილ პროკლამაციებზე სწორედ ეს სიტყვებია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, ვისი ხელი ურევია ჩვენს დარბევაში,” – ამბობს ,,კმარასაქტივისტი თეა თუთბერიძე. ბოლო პერიოდში ტელეეკრანებიდან თუ პრესის ფურცლებიდან ხშირად გაისმის მოძრაობა ,,კმარასმისამართით გამოთქმული ბრალდებები. თავდაპირველად, ახალგაზრდული მოძრაობის მისამარტით სალანძღავი სიტყვები სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებისაგან მოდიოდა, ბოლო დროს კი მათ ,,აღორძინების კავშირიცშეუერთდა. ორი დღის წინ მოძრაობა ,,კმარასაქტივისტებს, პოლიციასთან ერთად, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოც დაუპირისპირდა და სტუდენტები წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულა. გუშინ კი უცნობმა პირებმა ,,კმარასოფისს ქვები დაუშინეს.

      

გუშინ, გვიან ღამით, უცნობმა პირებმა ,,კმარას ოფისის ფანჯრის მინები ქვებით ჩაამტვრიეს და უხამსი პროკლამაციები შეყარეს. არადა, სტუდენტურ მოძრაობას სულ რამდენიმე კვირაა, რაც საკუთარი ოფისი აქვს. იგი .. ,,იტალიური ეზოს პირველ სართულზე მდებარეობს.

           

,,ღამე ოფისში ორი წევრი დარჩა, რომლებიც დაახლოებით პირველ საათზე საჭმლის საყიდლად გავიდნენ. უკან დაბრუნებულებმა დაინახეს, რომ ერთი ფანჯარა ჩამტვრეული იყო. მაშინვე დამირეკეს. მეგობრებისთვის მოსალოდნელი საშიშროება რომ ამეცილებინა, ვურჩიე, წასულიყვნენ. დილით რომ მივედით, ყველა ფანჯარა დამტვრეული დაგვხვდა, ოთახში კი ქვები და პროკლამაციები ეყარა,” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მოძრაობა ,,კმარას აქტივისტმა თეა თუთბერიძემ.

           

მინების მტვრევის ხმა მეზობლებმაც გაიგეს. ,,ხმაურზე გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ოფისის ფანჯრები ჩამტვრეული იყო, მაგრამ ეზოში არავინ  ჩანდა. დღემდე ჩვენს ეზოში ამგვარი ფაქტი არ მომხდარა,” – ამბობს მეზობელი ოთარ თენეიშვილი.

           

ოფისის წინ შეკრებილმა მოძრაობის წევრებმა მომხდარის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციას შეატყობინეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულებს განუცხადეს შეტყობინება საკმარისი არ არის, განყოფილებაში მობრძანდით, განცხადება დაწერეთ და მერე მოვალთო. ,,კმარას წევრებმა კანონი მოიშველიეს. ამის შემდეგ ოფისში ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე თემურ შეყლაშვილი გამოცხადდა. კანონდამცველებმა მაშინვე შეადგინეს შემთხვევის ადგილის დათვარიელების ოქმი, დაკითხეს მაცხოვრებლები და მოძრაობის წევრები. შეყლაშვილის თქმით, დაწყებულია მოკვლევა და არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე უახლოეს მომავალში დააკაონ.

           

პოლიციის ოპტიმიზმის ნაკლებად სჯერათ თავად დაზარალებულებს. მით უმეტეს, რომ ისინი მომხდარს არა წვრილმან ხულიგნობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან აკავშირებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ან სახელისუფლებო ბლოკიდან, ან ,,აღორძინების კავშირიდან უნდა მოდიოდეს.

           

,,მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ბლოკსა და ,,აღორძინების კავშირსშორის პოლიტიკური ქორწინება მოხდა, ორივე პარტია აქტიურად გვიპირისპირდება. ჩვენ ვუპირისპირდებით არა საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებას; ამიტომ ოფისის დარბევაც სწორედ მათი დაკვეთით მოხდა. ჩვენი აზრით, მომხდარი გაგრძელებაა იმის, რა მოწოდებაც პრეზიდენტმა ჩვენი მისამართით ორი დღის წინ გააკეთა. შევარდნაძემ თქვა - ,,კმარას კმარა. ოფისში შემოყრილ პროკლამაციებზეც სწორედ ეს სიტყვებია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, ვისი ხელი ურევია ჩვენს დარბევაში,” – ამბობს თუთბერიძე.