|
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის პრესცენტრი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 6.
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში 7 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან "კმარას" ერთ-ერთ რეკლამასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი შევიდა. ანტიმონოპოლიურისათვის ცსკ-ს მიწერილობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის ეთხოვა კმარას რეკლამის წარმოებიდან ამოღება.
ანტიმონოპოლიური სამსახურის მიწერილობის საფუძველზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ეთერიდან მოხსნა მოძრაობა "კმარას" რეკლამა, რომელიც ცსკ-ს წევრების მიმართ არაეთიკურ შეფასებებს შეიცავდა. აღნიშნული რეკლამა ტელეკომპანიის ეთერში 4 ნოემბრიდან გამოჩნდა.
სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს წერილით ცსკ-ს თავმჯდომარემ, ნანა დევდარიანმა მიმართა, რომელმაც ერთი კონკრეტული "კმარას" რეკლამა კომისიის წევრების მიმართ შანტაჟის გამოვლინებად ჩათვალა. ანტიმონოპოლიურმა უწყებამ "კმარას" რეკლამას არაეთიკური რეკლამის კვალიფიკაცია მისცა და 7 ნოემბერს ოფიციალურად მოსთხოვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას რეკლამის შეჩერება. |