|
“24საათი”2003წ. 18 ნოემბერი. გვ.A2.
,,კმარასაგან” მირთმეული ყვავილები
,,კმარას” გოგოები გუშინ პოლიციელებს “დაესხნენ თავს”, თუმცა მათ ფერადი საღებავების ნაცვლად, ხელში თეთრი ქრიზანთემები და ლურჯი ,,ივან და მარიას” კონები ეჭირათ. კანცელარიის მისადგომებთან და რიყეზე გამაგრებული სამართალდამცავები, ცოტა არ იყოს, გაოგნებულნი დარჩნენ ,,კმარელებისათვის” უჩვეულო ჟესტით და მოკრძალებით ართმევდნენ მათ ყვავილების კონას. ,,ასე არ ჯობია კაცო,” – ჩაილაპარაკა შუახნის პოლიციელმა და მორიდებით დაიჭირა ხელში.
,,კმარას” ყვავილებით გუშინ სამხედრო აკადემიის წევრებიც დაჯილდოვდნენ. ,,ალბათ, ალერგია აქვს ყვავილებზე, თორემ აუცილებლად გამომართმევდა,” – გაამართლა სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი კურსანტი ,,კმარელმა” გოგონამ, რომელსაც უარი უთხრეს ყვავილებზე. ,,ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ და დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ,” - აცხადებენ ,,კმარელები”. |