|
მედია-ნიუსი “ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ. 2.
კმარელებმა პოლიციელებს ყვავილები მიართვეს ორგანიზაცია “კმარას”წევრებმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის განყოფილებებს მიაკითხეს და პოლიციის თანამშრომლებს დაუმორჩილებლობის მოწოდების პროკლამაციები და ყვავილები გადასცეს. როგორც “კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი თეა თუთბერიძე აცხადებს, პოლიციელების რეაქცია სხვადასხვა განყოფილებაში განსხვავებული იყო; მაგალითად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა კმარელები კარგად მიიღეს და ყავითაც გაუმასპინძლდნენ, მაშინ როცა მთაწმინდა-კრწანისის თანამშრომლებმა განყოფილების კარი ჩაკეტეს. და კმარელებს ერთი-ორი პოლიციელი შერჩათ დასასაჩუქრებლად. ეს აქცია სიყვარულისა და კეტილგანწყობისადმი იყო მიძღვნილი. ყვავილები კი, რომლებიც სამართალდამცავებს გადავეცით, სწორედ სიყვარულის სიმბოლოა, - აცხადებს თეა თუთბერიძე. |