|
,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A2.
კოლინ პაუელის უმნიშვნელოვანესი ზარიამერიკის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელსა და ნინო ბურჯანაძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომელიც კოლინ პაუელის ინიციატივით გუშინ გვიან ღამით შედგა, ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის ხელისუფლება ნინო ბურჯანაძის, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ლეგიტიმურობას აღიარებს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დახმარება აღუთქვა ქვეყნის პირველ პირს და განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ორიოდ დღეში დახმარების უფრო კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლებას. სავარაუდოდ, კოლინ პაუელი ედუარდ შევარდნაძესაც დაურეკავს და მადლობას გადაუხდის სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.
ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა ევროკავშირმაც
,,ჩვენ გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მალე აღდგეს სტაბილურობა და ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში მოგვარდეს,” – განაცხადა გუშინ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა
,,ჩვენ გვინდა, რომ კრიზისი მშვიდობიანად გადაიჭრას და როგორც ჩანს, ყველაფერი ამ გზით მიდის,” – აღნიშნულია ევროკავშირის მეორე განცხადებაში, რომელიც გუშინვე გვიან ღამით გავრცელდა. გვიან ღამით მოსახლეობას მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ. |